• რეკლამა
  • კონტაქტი
00:51, პარასკევი, 17 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქუჩაში დავრჩით მე და დივანი, ცივა, ღამდება, ცრის” – როგორ არ უნდა გადაიტანო ავეჯი არასოდეს!

ალია ავტორი - ალია
21:01 04-16-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
165

ტვირთის, ავეჯის გადატანაზე უამრავი რამ დაწერილა, ზოგი გასაგებად, ზოგი ცოტა რთულად, ზოგსაც კითხულობ და ხვდები, დრო ტყუილად დაკარგე. დღეს მე მოგიყვები პირველ რიგში პირად, მწარე გამოცდილებაზე და თავადვე მიხვდები, ჩემი რჩევის გარეშეც, როგორ უნდა მოიქცე, რომ იგივე გზა არ გაიარო. 

ძალიან ადრე, ბინიდან ბინაში გადასვლისას რომ სარკე გამიტყდა, მაგიდა და კარადის კარი „მოგვრჩა“ აწყობისას, თურმე, ყოფილა ჟურნალი, რამდენიმე წლის წინ იყო კინოც. 

ვიყიდე დივანი, რომელიც წესით, ეგრევე უნდა მოეტანათ. სხვა შემთხვევაში ვერც ვიყიდდი, რადგან სხვა დღეებში, გვიანამდე ვმუშაობდი, მხოლოდ ის დღე მქონდა თავისუფალი და ამ პირობით ვიყიდე, რომ იმავე დღესვე მომიტანდნენ. –ჩვენ გავამზადებთ, შევფუთავთ და თქვენ მიბრძანდით სალაროსთანო, – მივბრძანდი, გადავიხადე. ვხედავ მოაგორებენ ამ ჩემს დივანს, გააგორეს უკანა გასასვლელში და ვფიქრობ, ესაა, მანქანაზე დატვირთავენ. გავედი, დგას ისევ ეს ჩემი დივანი პრაქტიკულად შუა გზაზე. ვფიქრობ, ცოტაც და მოვლენ. ყავა მინდა ისე, ისე მინდა ყავა, დივანში ვერა და 1 თვის სიცოცხლეში გავცვლიდი, მაგრამ ახლოს არ იყო და დივანს საცაა მანქანაზე შეაბრძანებენ, ხომ არ ვალოდინებ?

კარგა ხნის დგომის შემდგომ, გაირკვა, რომ არა, არ მოაქვთ. უბრალოდ, ქუჩაში გამომიტანეს, თურმე. თანხის დამატება შევთავაზე და წასულები არიან და დღეს აღარ დაბრუნდებიანო. თუმცა, სადაც დივანი დავდეთ მაქედან ასე 200 მეტრში მანქანები დგანან და რომ უთხრათ, წაგაღებინებენო. ვიბუზღუნე, ვიწუწუნე, მაგრამ შედეგი – 0. 

მივედი იმ 200 მეტრში, მანქანა არ იდგა, ანუ, სატვირთო მანქანა არ იდგა, ჯიპიც კი არ იდგა, სედანი კი ბატონო, რამდენიმე სედანი ბრძანდებოდა და ერთიც ჟიგული, რომლის კარიც არ იკეტებოდა და წესით, დივანი კი არა, სკამი, ტაბურეტიც არ უნდა ანდო, ესენი აღმოჩნდნე ავეჯის ე.წ. გადამზიდები. გაბარიტი სედანის, ფასი კოსმიური ხომალდის. 

ეჰ, მაშინ არ ვიცოდი, რომ არსებობს საიტი, სადაც შეგიძლია ტვირთის პროფესიონალი გადამზიდები დაიქირაო, ნამდვილი სატვირთო მანქანებით და ადამიანური, დედამიწისეული ფასებით. 

დავრეკე ახლობელთან და აი, მე დავურეკავ ახლა ერთს და ის მოვაო. ფასი არ იყო მთლად დედამიწისეული, მაგრამ არც კოსმიური იყო და უკვე ყავაც აღარ მახსოვს, ისე მშია და მცივა. ასე 30 წუთში დამირეკა მძღოლმა, მუშაც ხომ გვინდაო? – გვინდაო. ხომ გადაუხდიო? – გადაუხდიო. წავალ ახლა მე და მუშას გავაღვიძებო. არადა, უკვე მეგონა გზაში იყო. თან ამასობაში უკვე ცრის. 

გავიდა კიდევ 30 წუთი, დარეკა და იცით რა, ვერ გავაღვიძეო და მუშას თუ სადმე თქვენ იშოვით, ეგაა და თუ ვერა და რა აზრი აქვს მოსვლასო, უკვე ის მაღაზია დაიკეტა, სადაც ვიყიდე, მე ვდგავარ ქუჩაში, დივანი დევს და 200 მეტრში, ერთ კაცს ძინავს იმ ჟიგულში, კარი რომ არ იკეტება და მესამე, სედანში ზის ვიღაც. სად უნდა ვიშოვნო ახლა მე აქ მუშა? ხო, ეს საიტი, სადაც ასევე მუშებიც არის, პროფესიონალები, ისე, რომ არაფერს დაგიზიანებენ, დროულად მოვლენ და ციმციმ გადაგიტანენ – არ ვიცოდი, ბატონო, მაშინ, არ ვიცოდი. 

მივბრუნდი ისევ იმ „გადამზიდებთან“, გადამზიდების გარდა რომ ყველაფერს გავდნენ და ახლა უკვე დაბნელდაო, ცივაო, მალე მეტროც დაიკეტებაო (მეტრო რა შუაში იყო, ახლაც არ ვიცი) და გაძვირდაო, ანუ, იმ კოსმიური ხომალდის ფასს კიდევ რაღაცა დაემატა, ხმას აღარ ვიღებ, გაძვირდა – გაძვირდა. დარეკა სადღაც, მოიყვანა მეორე ბიჭი, ამას ცალკე უნდა გადაუხადოო. ეს დივანი გადმოემხო თავზე ამ სედანს, რას დავიჭერ რომ ჩამოვარდეს, მაგრამ ფანჯრიდან გაყოფილი მაქვს ორივე ხელი და ჩაბღაუჭებული ვარ. უკვე პრინციპის ამბავია.

მოვედით სადარბაზოში და ახლა ლიფტში არ ეტევა და ეს რომ ფეხით ავიტანოთ, კიდევ უნდა დაამატოთო, მაგრამ რომც დაამატოთ, ახლა ამის ატანა ფეხით მაგრად არ შეგვიძლია და მოდით, დავშალოთო. გამიშვეს სახლში სახრახნისზე. არ “წავიდა”. მეორედ გამიშვეს. ეს “წავიდა”, მაგრამ ორნი ვართ და ორივეს გვინდა სახრახნისიო და გამიშვეს მეზობელთან მეორე სახრახნისზე. ეს რომ მოვუტანე გამიშვეს სახლში ფანქარზე და კი არ მითხრეს რად უნდოდათ, რომ დავბრუნდი, მოხსნილი ხრახნის ადგილას რაღაცა კი დაწერეს და ხრახნისთვის პარკებიო? ავედი ისევ და ჩამოვიტანე. დაიშალა როგორც იქნა, ავიტანეთ და ახლა აწყობა – მგონი პირველად დაშალეს და ააწყვეს დივანი, იმდენჯერ შეეშალათ. გავაკეთე ყავა, ორი ყავა, ჩაი, და მივხვდი, რომ ლობიო უნდა ჩამედგა, მაგის შეკმაზვასაც მოვასწრებდი. იქეთ შემეცოდნენ მაინც, ისე იწვალეს და იმ კოსმიურ ფასზეც იქეთ დავუმატე. 

რომ წავიდენ და დივანში ჩავესვენე, თვალები დავხუჭე, რომ დასვრილი იატაკი და არეული ოთახი არ დამენახა და აღარც მშიოდა, აღარც მციოდა, აღარც ეს დივანი მინდოდა…

დაახლოებით იმას ჰგავს მგონი, ქუჩაში გაჩერებული ტაქსი რომ გამოძახებულზე უფრო ძვირია და არაკომფორტული, ხომ? 

დაჯექი სახლში თბილად, აარჩიე საიტზე, წინასწარ დარეკე, შეუთანხმდი ფასზეც, პირობებზეც, ატანაზეც – ბევრად ნაკლებიც დაგიჯდება და კომფორტზე აღარც ვისაუბრებ, იმდენად დიდი სხვაობა იქნება ამ კუთხით. თავის უგუმერი კი არადა, საჭირო საიტის უცოდინარი რომ იქნები…

გარდა ჩემი ისტორიისა, მოგიმზადე რჩევებიც, თავიდან ვფიქრობდი, რომ ეს რჩევები უნდა ყოფილიყო ავეჯის გადატანაზე, ლოგიკურიც ასე იქნებოდა, ხომ? მაგალითად, როგორ უნდა დაახარისხო ავეჯი, რომ შესაფუთ მასალაზე ფული არ უნდა დაზოგო და როგორ უნდა ჩაალაგო მძიმე ნივთები პატარა ყუთებში და მსუბუქები – დიდ ყუთებში, რომ მარკირება არ უნდა დაგავიწყდეს, მაგრამ ავეჯის გადატანა დღეს უკვე ისეთი მარტივი გახდა, მზად არის ბაზა, პროფესიონალთა საკონტაქტო მონაცემებით, კომენტარებით, რომლებსაც რეალური მომხმარებლები ტოვებენ, არჩევ, ურეკავ, მოდის, გადააქვს, არ გიზიანებს, რჩევებს გაძლევს, რამდენ მუშასაც საჭიროებს საქმე, იმდენი მოყავს თავად და ა.შ. რაღა უნდა გირჩიოთ, რაღად გინდათ? ჩემს მაგალითზე მაინც ხომ ისწავლიდით, რომ ქუჩიდან არ უნდა დაიქირაოთ„ ხალხო, გადამზიდი“?

ამიტომ, ბლოგის ბოლოს, ტანსაცმლის სწორად გადატანის წესებზე ვისაუბრებ. თუ ეგ მარტივი პროცესი გგონია, – სცდები. აბა, გაიხსენე, ჯერ ჩალაგებას უნდებიან რამდენიმე დღე, მერე ამოლაგებას, ამოლაგების მერე, ზოგი თავიდან გასარეცხია და ზოგიც გასაუთოებელი. ერთხელ მაინც თუ გადასულხარ ბინიდან ბინაში, მიხვდები რას ვგულისხმობ.

ხოდა, თუ კომფორტია, კომფორტი იყოს, ლუკმა გავარდეს, ჯამში ჩავარდეს, ბარემ, მეგობრებო. სანამ გადამზიდი კომპანია ავეჯს თავად მიხედავს უპრობლემოდ, კი მოვასწრებ რამდენიმე რჩევას, როგორ გადაიტანო ტანსაცმელი მარტივად:

  1. პირველ რიგში გადაყარე, გააჩუქე ყველაფერი, რასაც არ იცვამდი, არ იცვამ და სავარაუდოდ, არავინ იცის, როდესმე ჩაიცვამ, თუ არა. 
  2. ათამდე საკიდს თავი ერთად მოუყარე, ჩამოაცვი ქვემოდან ნაგვის დიდი, სქელი პარკი და შეკარი შესაკრავით საკიდზე. ისეთი მარტივია შემდგომ, პარკს მოხსნი და პირდაპირ კარადაში დაკიდევ.
  3. ძვირადღირებული ტანისამოსი, კაბა, თუ შარვალი არ გადაიტანო ჩვეულებრივი ყუთებით, დაზიანების დიდი შანსია, გადაიტანე გარდერობის სპეციალური ყუთებით. ეს ყუთიც ხარისხიანი უნდა იყოს, ანუ, ის, რომელსაც შიგნით თავისივე ლითონის საკიდები აქვს და მასში ჩაალაგე მხოლოდ ის ტანსაცმელი, რომელი არ უნდა დაიკეცოს. 
  4. მაისურები, ჯინსები, სპორტული ტანსაცმელი არ დაკეცო, დაახვიე, ოღონდ მჭიდროდ. ასე ნაკლებად იკუჭება და თან ნაკლები ადგილი მიაქვს,
  5. ჩემოდანი ყველაზე გამძლე და ყველაზე კარგი „ყუთია“ – ყველა მძიმე ტანსაცმელი, მაგალითად, ზამთრის, მასში ჩაალაგე, რადგან, ბორბლების დახმარებით, მისი გადატანა ბევრად ადვილია, ვიდრე იგივე წონის ყუთის. 
  6. კომოდის უჯრები არ გამოცალო, დატოვე ნივთებიანად, გადააკარი დამცავი ფირი და წემოვანი ლენტით კარგად დაამაგრე. (გაფრთხილება, – წებოვანი ლენტი დამცავ ფირსა და თხელ პარკს უნდა ამაგრებდეს ერთმანეთთან და უჯრას არ უნდა ეხებოდეს, ზედაპირი რომ არ დაუზიანოს).
  7. ცალკე გაამზადე ჩანთა, სადაც გექნება გამოსაცვლელი ტანსაცმელი თუ ფეხსაცმელი თითო წყვილი, პიჟამა, პირსახოცი, ჯაგრისი – ყველაფერი, რად გადაბარგების პირველი ღამესვე დაგჭირდება. 
  8. გასარეცხი ტანისამოსი ცალკე ყუთით გადაიტანე. გარეცხილი კი, კარგად შეამოწმე ჩალაგებამდე, ხომ ნამდვილად მშრალია. 

და არის კიდევ ერთი მთავარი, არა, უმთავრესი წესი –  არასოდეს, არასოდეს, არასოდეს დაჯავშნო ტვირთის გადაზიდვა ბოლო წამს, არასოდეს სცადო გამოიძახო სერვისი – ავეჯის გადაზიდვა ბოლო დღეს – მით უფრო, როცა ახლა შენს ხელთ პროფესიონალთა ამხელა კატალოგია, წინასწარ აარჩიე, გააცანი პირობები და შეუთანხმდი, იდეალურია 5 დღით ადრე მაინც. პროფესიონალ კადრებს უახლოესი დღეები, როგორც წესი, გაწერილი აქვთ უკვე, ამიტომ გადაზისვის პროცესში მარტო რომ არ დარჩე ჩემსავით, თადაგირი წინასწარ დაიჭირე, არ ინანებ. 

პ.ს. თუ შენც გაქვს მწარე გამოცდილება, ამ კუთხით, დაწერე კომენტარებში. 

(R)

თეგები: ავეჯის გადაზიდვაავეჯის გადაზიდვის სერვისიდიდი ავეჯის გადაზიდვატვირთის გადაზიდვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

“ქუჩაში დავრჩით მე და დივანი, ცივა, ღამდება, ცრის” – როგორ არ უნდა გადაიტანო ავეჯი არასოდეს!
ახალი ამბები

“ქუჩაში დავრჩით მე და დივანი, ცივა, ღამდება, ცრის” – როგორ არ უნდა გადაიტანო ავეჯი არასოდეს!

21:01 04-16-2026
ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი

16:09 04-16-2026
როგორ დაზოგო საწვავის ხარჯი 50 პროცენტით?
ახალი ამბები

როგორ დაზოგო საწვავის ხარჯი 50 პროცენტით?

15:35 04-16-2026
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა

12:44 04-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved