• რეკლამა
  • კონტაქტი
09:36, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,მაშინ ვისწავლე “ სტოლი”,”სტაქანი”,”სფიჩქა” და რამდენიმე რუსული სიტყვა!” – სალომე ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
20:43 04-14-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,073

სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

,,ბავშობაში “დედა ენა” ჩემთვის ერთდროულად ქართულის სწავლის სახელმძღვანელოც იყო და ბავშვური ფანტაზიის გასაქანიც. მასში ჩახატული ასო-ბგერათა შესატყვისი თვალსაჩინოებები ჩემს წარმოდგენაში იყო საქართველო. “მ” ასო-ნიშანზე დახატულ მუხას სოფლის ბილიკის კიდეზე რომ ამოსულიყო,მივყავდი ჩემი უნახავი და მონატრებული სოფლისკენ!
ამიტომ დედა ენა აბსტრაქცია არასოდეს ყოფილა … ის იყოს დედასი და ასევე, ბებიების ენა. ის ერთადერთი ენა, რაც მესმოდა და სკოლაში შესვლისას მისი ჩანაცვლება უცხო ფრანგულით ისე შემაშინა, რომ ყველას გავექეცი ჩემი ძმის საძებნელად … ის ერთადერთი მეგულებოდა მთელ შენობაში,ვინც ჩემს ენას გაიგებდა.
მას შემდეგ ასეა – დედა ენა ჩემთვის დარჩა,მართლაც დედის, ანუ ოჯახის ენა, რამეთუ მაშინ არც სკოლა იყო, არც ინტერნეტი თუ ტელევიზია. სახლში თუ ეკლესიაში ან ახლობლების ოჯახებში ვისმენდით და ვსწავლობდით დედა ენას.
მერე დრო გავიდა და გარე მსოფლიო შემოიჭრა და დაარღვია ჩვენი სიმყუდროვე. ფრანგულმა ქართული დაჩრდილა … მაგრამ ამ ბუნებრივ უპირატესობას მაინც ვეწინააღმდეგებოდით. საღამოს ოჯახურ სუფრასთან რომ შევიკრიბებოდით, ფრანგული იკრძალებოდა და ყოველ წარმოთქმულ ფრანგულ სიტყვას მოყვებოდა ჯარიმა და გროვდებოდა ყულაბაში. ბებიას, რომელმაც ფრანგული არ იცოდა დაეკისრა სხვაგვარი ჯარიმა: გურულებთან გავრცელებული რუსული სიტყვების გამოყენების სანაცვლოდ. მაშინ ვისწავლე “ სტოლი”,”სტაქანი”,”სფიჩქა” და რამდენიმე რუსული სიტყვა !
ქართულმა ენამ გაუძლო “სახლიდან გასვლას” და სრულიად უცხო გარემოში და უცხო ქვეყნებში ახალ ცხოვრებას. ქართულმა ჯიუტად საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა ჯერ პოეზიით და ჩემთვის გალაკტიონის, ვაჟას და პაოლოს თარგმნებით. შემდეგ დადგა ეროვნული მოძრაობის პერიოდი და რომის ზაფხულის დღეები, როცა მე ვთარგმნიდი და დედაჩემი ბეჭდავდა ოქრო საწმისის თბილისიდან მიღებულ ნომრებს.
შემდეგი ეტაპი უკავშირდება ჯანრის და მასთან ერთად ილიას ექვსტომეულის გადაბეჭდვას. მაკინტოშის კომპიუტერები ახალი შემოსული იყო და მადლობა ილიას, რომლის წყალობით ვისწავლე ქართული შრიფტით ბეჭდვა, რაც შემდეგ ძალიან გამომადგა … აქეთ პოლიტიკურ ცხოვრებაში!
მანამდე კი ვთარგმნე ჯანრის 11 ტომეულიდან რამდენიმე – ტოტალიტარიზმი, შესაქმე, მედეა … ვისაც წაკითხული აქვს მისი რომელიმე წიგნი დამეთანხმება, რომ მისი სიტყვის მარაგით დიდად გამდიდრებოდა ჩემი ენაც.

ასეთია ჩემი დედა ენა სრულიად გადაჯაჭვული იმ ძვირფას ადამიანებთან, ვინც მომყვებოდა სიცოცხლის მანძილზე და ამ ქვეყნის სიყვარულთან, რომელსაც ვერ გაუგებ გემოს ენის გარეშე.

ამიტომაც ასევე ჯიუტად მოვინდომე, რომ ჯერ შვილებისთვის და დღეს უკვე შვილიშვილებისთვის ეს გემო გადამეცა და იმის შესაძებლობა, რომ აქ ჩამოსვლისას არასოდეს გაუცხოების განცდა მათ არ დაუფლებოდეთ.

ესაა და ეს ჩემი დედა ენა!
უტკბილესი და ყველაზე ჩემი!“

თეგები: სალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved