ცხოველთა დამცველი ნათია ჩიქოვანი:
,,აი, როგორ იპარავს სურსათის ეროვნული სააგენტო თქვენს ფულს:
1. 27-29 აპრილს დაგეგმილია “ვეტერინარიის საერთაშორისო დღის” აღნიშვნა, რომლის ფარგლებშიც 275 000 ლარი ორ საპტროტოკოლო (სტუმრების გადასაყვან-გადმოსაყვანი) მანქანაში უნდა დაიხარჯოს და 116 000 ლარი პარაგრაფში 3 დღიან გულაობაში.
საპროტოკოლო მანქანა კი… აგერ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ეკიპაჟის მანქანები არ ჰყოფნის და რეგიონებზე აღარც ვლაპარაკობ, მაგრამ საპტოროკოლო მანქანა აუცილებელია სურსათისთვის, 275 000 ლარიანი თან! ბიძოს სასტუმროში გულაობაზე კომენტარს აღარც ვაკეთებ…
2. დაგეგმილია 360 დამჭერი “ლასოს” (მარყუჟის) შეძენა და 436 800 ლარზე გამოაცხადეს ტენდერი… ამაზონზე (საცალოზეა თან საუბარი) $30 ღირს მარყუჟები, მშვენიერი ხარისხის, ბითუმად დარწმუნებული ვარ რომ $10-ზე იაფადაც შეიძლება მათი ყიდვა ანუ $3600-იან პროდუქტში ხარჯავენ 436 800 ლარს. დიახ, არ მოგესმათ.
მიუსაფარი ცხოველების უმრავლესობას საერთოდ არ სჭირდება ლასოთი დაჭერა, მეტიც საშინელ და არასაჭირო ტრავმას უქმნის ცხოველს, რომელიც მის ქცევაზე ნეგატიურად მოქმედებს (მაგალითად ჩემი უბნის ცუგას პეპის, ლასოსგან აკიდებული ტრავმის გამო, ყველა საგანი, რომელიც ვინმეს ხელში უჭირავს ლასო ჰგონია და იწყებს ყეფას). ანუ არათუ ფულს იპარავენ, ტრავმავენ ცხოველებს, რომლებიც მერე ყეფენ და ამას აგრესიად ნათლავენ.
ჯამში 828,100 ლარზეა საუბარი, რომელიც იხარჯება არაფერში! თქვენი დაფინანსებული ფული მიდის ვიღაცის ჯიბეში, იმის მაგივრად რომ ეს ფული წავიდეს უცოდინარი და უპასუხისმგებლო კადრების გადამზადებასა და ცხოველების გასტერილებაში”
















კომენტარები