• რეკლამა
  • კონტაქტი
13:32, შაბათი, 13 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მაშინ ნუგო უნდა გაშორდეს წულუკიანს და პარტია გააკეთოს და ეგ ვარიანტი მე ცოტა არა მგონია” – მიშა მშვილდაძე

ალია ავტორი - ალია
01:37 04-14-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,344

“ფორმულას” გენერალური დირექტორი, მიშა მშვილდაძე:

“უნგრეთის ამბავი საქართველოშიც განმეორდება – ასეთი ფორმით, ისეთი ფორმით, ზუსტად ასე თუ აბსოლუტურად განსხვავებულად – როგორც ორბანი მოისროლა უნგრეთმა, ისე მოისვრის ბიძინასაც საქართველო.

ახლა ტისას და მადიარის ისტორიის ზუსტ გამეორებას ვინც ელოდება – რავი, მაშინ ნუგო უნდა გაშორდეს წულუკიანს და პარტია გააკეთოს და ეგ ვარიანტი მე ცოტა არა მგონია:”

ცნობისთვუს, პეტერ მადიარი ყურადღების ცენტრში 2024 წელს მოექცა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ორბანის მთავრობამ, რომლის პროპაგანდაც წლების განმავლობაში „ქრისტიანი ოჯახებისა და ბავშვების დაცვას“ ეფუძნებოდა, შეიწყალა ბავშვთა სახლის დირექტორის ყოფილი მოადგილე ენდრე კონია, რომელიც მსჯავრდებული იყო ბავშვთა სახლში სექსუალური ძალადობის სკანდალის დაფარვის დახმარებაში.

თავდაპირველად, მთავრობამ სკანდალის დაფარვა სცადა, მაგრამ მედიაში კრიტიკული რეპორტაჟების სერიის და პრეზიდენტის სასახლის წინ გამართული პროტესტის შემდეგ, უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი თანამდებობიდან გადადგა.

იუსტიციის მინისტრის პოსტი დატოვა იუდიტ ვარგამაც, მადიარის ყოფილმა მეუღლემ, იმ დროისთვის წყვილი უკვე დაშორებული იყო.

პრეზიდენტმა ნოვაკმა, იმდროინდელი იუსტიციის მინისტრის, ვარგას კონტრასიგნაციით შეიწყალა მსჯავრდებული თანამდებობის პირი, რომელიც პედოფილი დამნაშავის, ბავშვთა სახლის ყოფილი დირექტორის, ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა.

ამ ამბიდან მალევე მადიარმა ჯერ ფეისბუქზე გამოაქვეყნა კრიტიკული პოსტი, მერე კი, 2024 წლის თებერვალში, უნგრეთის YouTube არხს, „პარტიზანს“ მისცა ვიდეოინტერვიუ, რომელშიც ორბანი და მისი მოკავშირეები „შეწყალების სკანდალში“ „ქალის კალთებს მიღმა დამალვაში“ დაადანაშაულა.

ინტერვიუ მილიონობით უნგრელმა ნახა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved