• რეკლამა
  • კონტაქტი
22:40, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ორბანის მარცხმა დაამტკიცა, რომ არჩევნებით ავტორიტარიზმის დამარცხება შესაძლებელია. ქართულ ოპოზიციას ბევრ რამეზე აქვს გადასახედი თავის ტაქტიკაში” – ირაკლი მელაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:16 04-13-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
94
ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:
„არჩევნებს აზრი არ აქვს ძმაო!” ამას ვინც გაიძახოდა, ახლა ამ ხალხმა უკვე დაიწყო, “უნგრეთს ედრები, ის ევროპაა” -თან იძახიან „საქართველო ევროპააო“!
არავინ თქვას, ორბანს ნაკლები ადმინისტრაციული რესურსი ჰქონდა ვიდრე აქვს “ქართულ ოცნებას”, უფრო პირიქით. უნგრეთის ოპოზიციური და დამოუკიდებელი მედიები და ონლაინ რესურსები სავსეა ამომრჩევლის მასობრივი მოსყიდვის, მმართველის პარტიის სასარგებლოთ ხმის მიცემისთვის ხან 5 კილო კარტოფილის, ხან პირდაპირ ფულის გადახდის, ხან სხვა სიკეთეების შეთავაზების ფაქტებით.
არავინ თქვას, რომ მედიის და ინფორმაციის კონტროლი ორბანს უფრო ნაკლები ჰქონდა, ვიდრე ოცნებას, უფრო პირიქით, ყველა დამოუკიდებელი ექსპერტი აღნიშნავდა, რომ ხელისუფლებას ტოტალური კონტროლი ჰქონდა დაწესებული სატელევიზიო, ბეჭდვით თუ ონლაინ მედიაზე.
არავინ თქვას რომ კორუფციით, ნეპოტიზმით, ტენდერებში გამარჯვებით და ქონებების გადაცემით ნახეირებ ორბანის ნათესავ-მეგობრებს და მმართველ პატიასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს „ფიდესში“ ნაკლები ფული მიჰქონდათ ვიდრე ოცნებისთვის მოაქვთ, უფრო პირიქით, ორბანისთვის ბევრად მეტი მიჰქონდათ, რადგანაც უნგრეთის ბიუჯეტი ჩვენსაზე ძალიან ბევრჯერ მეტია შესაბამისად, კორუფციულ-ნეპოტისტური გარიგებებიდან ჯერადობით მეტი თანხა მიდიოდა ორბანთან დაახლოებული ბიზნესმენების, მის ნათესავ მეგობრების ჯიბეში და იქიდან მის პარტიაში, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებასთან!
არავინ თქვას, რომ ორბანს ბევრად უფრო მეტი ღია თუ ფარული მხარდაჭერა არ ქონია რუსეთის ხელისუფლებისგან, ვიდრე ეს საქართველოს ხელისუფლებას აქვს! პუტინის მთავრობის და მისი პროქსი ძალების უზარმაზარი ინტელექტუალური თუ ფინანსური რესურსები იყო ჩართული ორბანის დასახმარებლად, რუსული პოლიტტექნოლოგების დესანტები მასობრივად იყო გადასხმული ბუდაპეშტში, იმიტომ რომ ორბანის დამარცხებით პუტინი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შემოღების და უკრაინისთვის დახმარების დაბლოკვის უკანასკნელ შანსს კარგავდა. ეს კი პუტინის მთავრობისთვის და რუსეთისთვის არამხოლოდ ათობით თუ ასობით მილიარდი ზარალის, არამედ უკრაინასთან ომში მარცხის, შესაბამისად, ხელისუფლების დაკარგვისა და რუსული სახელმწიფოსთვის უმძიმესი შედეგების დადგომის ტოლფასი იყო!
კიდევ ერთი „არგუმენტი“ – „დიქტატორები არჩევნებს არ აგებენ, ამიტომ საქართველოში არჩევნებს აზრი არ აქვს “. მორიგი უვიცობა. მოდი, შევეშვათ უწესო ან უვიცი პოლიტიკოს-ექსპერტების მიერ გავრცელებული მითების გაზიარებას და რეალურ ისტორიას შევხედოთ:
1. ჩილე – 1989 წელს, ჩილეს დიქტატორმა პინოჩეტმა, წააგო რეფერნდუმი, რომელზეც მისი მმართველობის დასრულების საკითხი გადიოდა, მას გადადგომა და არჩევნების დანიშვნა მოუწია, სადაც ოპოზიციამ იმარჯვა.
2. ნიკარაგუა – 1990 წელს კომუნისტმა დიქტატორმა დანიელ ორტეგამ, მრავალწლიანი სისხლიანი მმართველობის შემდეგ, წააგო პირველი მრავალპარტიული, მეტნაკლებად დემოკრატიული არჩევნები და ხელისუფლება გადააბარა ოპოზიციის თოთხმეტი პარტიისგან შემდგარ კოალიციას, ვიოლეტა ჩამოროს ხელკმძღვანელობით.
3. ბრაზილია – ბრაზილიური სამხედრო ხუნტის ბოლო მმართველმა (1979–1985) ჟოაო ფიგეირედუმ, 1985 წელს დანიშნა არჩევნები, რომლიც წააგო და ხელისუფლება სამოქალაქო პრეზიდენტს, ტანკრედო ნევეშს გადაბარა.
4. არგენტინა – სამხედრო ხუნტა, რომელიც 1976 წლიდან, გენერალ ხორხე ვიდელას სამხედრო გადატრიალების შემდეგ, მართავდა ქვეყანას, 1983 წელს დანიშნა არჩევნები, რომელიც რაულ ალფონსინიმ მოიგო და არგენტინაში დემოკრატია აღდგა.
საკმარისია მაგალითები? ყველა ეს რეჟიმი შეუდარებლად სისხლიანი, რეპერსიული და დიქტატორული იყო ვიდრე უნგრეთის და საქართველოს რეჟიმები. ნებისმიერი პატიოსანი ანალიტიკოსი გეტყვით რომ ამ რეჟიმების „ქართული ოცნების“ მმართველობასთან შედარება საერთოდ არაადექვატურობაა. ყველა ამ შემთხვევაში მიუხედავად სასტიკი რეპრესიებისა, რეჟიმების პოლიტიკური ოპონენტების ფიზიკურად განადგურების მრავალი ფაქტისა, ოპოზიციამ სწორად წარმართული ბრძოლის შედეგად მიაღწია არჩევნებში გამარჯვებას და რეჟიმის მშვიდობიანი გზით შეცვლას. აღარაფერს დავწერ სამხრეთ აფრიკის პირველ დემოკრატიული გზით არჩეულ პრეზიდენტ, ნელსონ მანდელაზე, რომელმაც 32 წელი აპარტეიდის რეჟიმის პირობებში ციხეში გაატარა, მიუხედავად ამისა უარი თქვა ბრძოლის სამხედრო მეთოდებეზე, აპარტეიდის რეჟიმის წარმომადგენლებთან შევიდა მოლაპარაკებაში, რათა არა რევოლუციებით და სისხლისღვრით, (რასაც რასობრივი ჩაგვრის ქვეშ მყოფი შავკანიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი შეიძ₾ება მხარსაც კი უჭერდა) არამედ არჩევნების გზით შეეცვალა ხელისუფლება.
რა თქმა უნდა არ ვარ ვაპირებ პირდაპირი ანალოგიები გავავლო ზემოჩამოთვლილ შემთხვევებსა და საქართველოში ოპოზიციის ტატქიკასა და გამარჯვების მიღწევის გზებს შორის. დიქტატურის და ავტორიტარიზმის დასამარცხებლად ყველა ქვეყანა თავის უნიკალურ გზას გადის, რომელიც ასევ ძალიან ბევრ ფატორზეა დამოკიდებული, რეჟიმის ბუნება, მოსახლეობის ცხოვრების და განათლების დონე, მოსახლეობის სამოქალაქო პოლიტიკური კულტურა, ბიზნესის მდგომარეობა და მისი სამოქალაქო პოზიციის არსებობა არარსებობა, მისი აქტიობა ცვლილებების მოთხოვნის კუთხით, ეკლესიიის პოზიცია, საგარეო ფაქტორი და ა.შ.
ჩემთვის ერთი რამ ცხადია, ამ გზაზე არჩევნების იდეის დისკრედიტაციის და 4 ოქტომბრის მსგავსი ფსევდორევოლუციების მხარდაჭერის კამპანიები, რითაც ბოლო პერიოდში ქართული ოპოზიციის და ჟურნალისტების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო დაკავებული , მხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე ასხავს წყალს. ვინც მეტნაკლებად იცის ჩემი პოზიცია, დამეთანხმება, რომ ამას ოპოზიციის პერმანენტული მარცხის შემდეგ, პოსტ ფაქტუმ არ ვწერ. ყოველთვის ამ პოზიციაზე ვიყავი და ამას არასდროს არ ვმალავდი.
უნგრეთში მიშას ყოფილი და შემდეგ კი უკვე „ქართული ოცნების“ მეგობრის, ორბანის, მარცხმა ჩემი აზრით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არჩევნებით ავტორიტარიზმის დამარცხება შესაძლებელია. მე პირადად კიდევ ერთხელ დამარწმუნა , რომ ქართულ ოპოზიციას ბევრ რამეზე აქვს გადასახედი თავის ტაქტიკაში. პირველ რიგში მან თავი უნდა გაანებოს ხელისუფლების შეცდომებზე და მის არაპოპულარობაზე პარაზიტირებას, ამის იმედზე ყოფნას, თავად უნდა მოიპოვოს მოსახლეობის მხარდაჭერა. ამითვის კი აუცილებელია ოპოზიცია მოსახლეობას განუწყვეტლივ არა იმაზე ესაუბროს, რაც თავად ჰგონია ყველაზე მნიშვნელოვანი, არამედ აქცენტი გააკეთოს ქართველი ამომრჩევლებისთვის პრობლემური საკითხების მოგვარებაზე, დაარწმუნოს მოსახლეობა რომ ოპოზიციას შეუძლია გამონახოს მათი პრობლემების გადაჭრის გზები, მოსახლეობამ უნდა დაინახოს, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ახალი მმართველობა უკეთესი მომავლის დასაწყისი იქნება და არა წარსულ, არაპროგნოზირებად და ავტორიტარულ მმართველობაში დაბრუნება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები
ახალი ამბები

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები

21:00 04-13-2026
კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved