• რეკლამა
  • კონტაქტი
18:43, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლელოს” ნიშნისმოგება, რომ აი, ხომ ვამბობდით რომ შესაძლებელია არჩევნებით, არის დიდი სისულელე”– ჯანგირაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:25 04-13-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
99
ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:
მთავარია ცოტა არასწორი მიმართულებით არ წაგვიღოს უნგრეთის არჩევნებმა. რა თქმა უნდა, კარგია, რომ პუტინმა და ივანიშვილმა ახლო მოკავშირე და ევროკავშირზე გავლენის ბერკეტი დაკარგეს. კარგია, რომ უკრაინას და ევროკავშირს დიდი თავის ტკივილი მოშორდათ. კარგია, რომ ევროკავშირის მხრიდან ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირების შანსები გაიზარდა.
თუმცა, დასკვნების კეთება, რომ აი, თურმე ავტორიტარების დამარცხება არჩევნებით შესაძლებელია, თან განსაკუთრებით ლელოს ნიშნისმოგება, რომ აი, ხომ ვამბობდით რომ შესაძლებელია, არის დიდი სისულელე.
უნგრეთის და საქართველოს შედარება არჩევნების თვალსაზრისით არც კი შეიძლება.
დიახ, ორბანი იყო საარჩევნო მანიპულატორი. მანიპულატორი და არა გამყალბებელი და ამ ორს შორის დიდი სხვაობაა.
ერთია, გამოიყენო ადმინისტრაციული და მედიარესურსები უპირატესობის მოსაპოვებლად, გარკვეული პროექტები მოსყიდვისმაგვარი მანიპულაციებისთვის, აღვირახსნილი პროპაგანდა საზოგადოების გაუნათლებელი ნაწილის დასაშტერებლად, გამოიყენო უცნაური სისტემა, მაგალითად ოლქების არასწორი დანაწილება,მაჟორიტარების რაოდენობა, რომ მოიპოვო უპირატესობა (საბოლოოდ ამანაც არ უშველა).
სულ სხვა რამეა ის, რაც ქოცებმა 2024 წელს ჩაიდინეს და მერე, 2025 წელს გაიმეორეს. ქოცებმა ათასობით ადამიანი შემოატარეს რამდენიმე უბანზე, ქაღალდის ფურცელზე დაწერილი ვინმე ემიგრანტის პირადი ნომრით. ეს ფურცელი იყო ჩადებული უცხოეთის პასპორტში და აჩვენებდნენ რეგისტრატორს. რეგისტრატორს ხელით შეყავდა ეს მონაცემები აპარატში. რეგისტრატორი იყო ქოცი, უკონტროლო ნებისმიერი დამკვირვებლისთვის. ახლა უკვე კანონითაც კი არის აკრძალული ამ პროცესთან მიკარება და დაკვირვება. მონიტორზე ამოდიოდა სულ სხვა ადამიანის სურათი, მაგრამ ამას ვერავინ აკონტროლებდა და თითო ქოცი აქტივისტი აძლევდა ხმას სხვის მაგივრად რამდენიმე უბანზე. ქოცებს ელექტრონულმა აპარატებმა გაყალბება გაუადვილა. თუ ადრე პირადობების გაყალბება იყო საჭირო, ახლა უბრალოდ ქაღალდის ფურცელზე დაწერილი პირადი ნომერი აღმოჩნდა საკმარისი. ამ პროცესს, რომელიც იყო კარგად ორგანიზებული, ვერავინ ვერ შეაჩერებს და ვერ გააკონტროლებს, თუ კანონები არ შეიცვალა. შესაბამისად, ქოცი დაიწერს იმდენ ზედმეტ ხმას, რამდენიც დაჭირდება.
2025 წელს წაიმეცადინეს, და ზუსტად იმდენი ხმა –– 1 100 000 დაიწერეს, რაც 2024–ში, რაც თავისთავად აბსურდია. შეუძლებელია ორ სხვადასხვა დონის არჩევნებში ერთი წლის შუალედით ზუსტად ერთი და იგივე რაოდენობის ხმა აიღოს პოლიტიკურმა პარტიამ.
დაგვავიწყდა რა მოხდა სულ ცოტა ხნის წინ და ილუზიებმა წაგვიღო?
არ გიფიქირათ, რატომ იღებს ოცნება ისეთ გადაწყვეტილებებს თამამად, რაც შეუძლებელია, თუნდაც მის მომხრეებს მოწონდეთ? იმიტომ რომ ისწავლა “ფოკუზი”, როგორ დაიქირავოს მაგალითად 20 000 ადამიანი ერთი დღით და აქციოს ეს 300 000 ხმად.
ამიტომ, როცა ვამბობთ, რომ არაუშავს, თუ კარგად მოვემზადებით მაინც მოვიგებთ, ეს არის დანაშაული და წინასწარ წაგებულ ბრძოლაში შესვლა. ანუ ქოცებს ადმინისტრაციული რესურსების და ნატურალური მხარდამჭერების გარდა კიდევ მინიმუმ 300 000 გაყალბებული ხმის ფორას ვაძლევთ და თანახმა ვართ ამ პირობებში ვიბრძოლოთ? სიგიჟეა!
ემიგრანტები გამორიცხეს არჩევნებიდან – ამაზე თანახმა ვართ და ასე გავდივართ არჩევნებზე? სიგიჟეა!
ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ნორმალურთან მიახლოებული არჩევნები. ეს მხოლოდ მასშტაბური პროტესტით არის შესაძლებელი და ეს თუ არ გავაცნობიერეთ, ვერაფერს ვერ ვიზამთ.
რა თქმა უნდა, ჩვენც ვინდა ქართველი მადიარი, რაც იმას ნიშნავს,რომ გვინდა ოპოზიცია, რომელიც შეძლებს ხალხი უკეთ დაარწმუნოს და აიყოლიოს, მაგრამ შეუძლებელია არჩევნების მოგება იქ, სადაც არჩევნები უბრალოდ გაუქმებულია. ვიფიქროთ ამაზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved