• რეკლამა
  • კონტაქტი
01:18, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა შანსი აქვს ორბანს არჩევნებში? – “ამის მიზეზი აბსურდული უნგრული საარჩევნო სისტემა”

ალია ავტორი - ალია
20:34 04-12-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
284
ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე:
უნგრეთში მიმდინარე არჩევნები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ევროკავშირზე, ტრამპის პარტიის ბედზე ნოემბრის არჩევნებში, რუსეთზე, ასევე საქართველოზეც.
მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩეველთა უდიდესი ნაწილი ოპოზიციას უჭერს მხარს, შანსები მაინც თანაბარია. ამის მიზეზი აბსურდული უნგრული საარჩევნო სისტემაა, რაც ორბანმა შექმნა. იმდენად უცნაურია, რომ ამის აღწერა დიდი დროს წაგვართმევს. ერთს ვიტყვი მხოლოდ, რომ არჩევნებში დამარცხებული მაჟორიტარი კანდიდატის ხმები მიდის გამარჯვებულის საარჩევნო ყულაბაში. მაჟორიტარულ ოლქებში არ არსებობს აუცილებლად გადასალახავი ბარიერი, ვინც მეტ ხმას მოაგროვებს, ის ხდება გამარჯვებული. მეორე ტური არ არსებობს. საკმარისია ოპოზიციურ ფლანგზე გამოჩნდეს რომელიმე ისეთი მეორე კანდიდატი, რომელსაც გარკვეული ხმების წართმევა შეუძლია და ეს საკმარისი აღმოჩნდეს სახელიუფლებო კანდიდატის გასამარჯვებლად. ორბანი ზუნავს, რომ ასეთები გამოჩნდნენ. ფულით, რა თქმა უნდა. გარდა ამის, საარჩევნო ოლქები ისეა დაჩეხილი, რომ მიუხედავად მოსახლეობის სიმრავლისა, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლებით დასახლებულ პუნქტებს ნაკლები მაჟორიტარული კანდიდატის კვოტები აქვთ.
უნგრეთის პარლამენტი 199 წევრისგან შედგება, აქედან 106 არის არჩეული მაჟორიტარული ოლქებიდან, 93 კი პროპორციული პარტიული სიით. პროპორციულში ოპოზიცია დიდი უპირატესობით მოიგებს, მაჟორიტარული კი ორბანის ბეღელია. ძალიან ჰგავს ვითარება ქართულ ან თურქულ არჩვევნებს-ყველა დიდ ქალაქში ოპოზიცია იგებს, სოფლებსა და პატარა ქალაქებში კი ხელისუფლება.
და ბოლოს, ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის კანონებით აკრძალულია უცხოური ჩარეშა არჩევნებში. ასე ღიად ალბათ არასდროს მომხდარა, რომ ერთი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი ჩასულიყო მეორე ქვეყანაში საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მისაღება. ეს გააკეთა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა. იშვიათია, რომ რომელიმე დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტს ოფიციალურად დაეჭიროს მხარი სხვა ქვეყნის არჩევნებში რომელიმე კანდიდატისათვის. უნგრეთის შემთხვევაში ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებმა ზომიერი განცხადებებით ორბანს გამოუცხადეს მხარდაჭერა. რასაც ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია სჩადის, მართლაც რომ უპრეცედენტოა. პრეზიდენტმა ტრამპმაც ოფიციალური წერილით დაუჭირა მხარი ორბანს, მოუწოდა მოსახლეობას მისთვის მიეცათ ხმა და სანაცვლოდ დაჰპირდა არნახულ ინვესტიციებს და უნგრეთის აყვავებას. ასე ღიად თავის დროზე პუტინმა დაუჭირა მხარი იანუკოვიჩს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში. დემოკრატიული ქვეყნების ლიდერები თითქმის არასდროს იქცევიან ასე.
ტრამპის მხარდაჭერა არაფრის მომტანია ორბანისათვის, შეიძლება კიდევაც აკლებდეს ხმებს. მთავარი მხარდამჭერი ის ამომრჩეველია, რომელიც პროპაგანდისტული არხებით არის მოწამლული, რომელსაც სამსახურის დაკარგვის ეშინია და მმართველი პარტიისაგან ფულად თუ სხვა სიკეთეებსაც იღებს. ჩვენთვის ეს არჩევნები ამითაცაა მნიშვნელოვანი-დავინახავთ, თუ როგორ შეიძლება ფულისა და პროპაგანდის დამარცხება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved