• რეკლამა
  • კონტაქტი
22:19, ხუთშაბათი, 26 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ნოღაიდელი იქნება, მერაბიშვილი, ბოკერია, ოქრუაშვილი თუ ვინმე კიდევ სხვა, ყველას აქვს გაკეთებული კარგიც“ – მაია ნადირაძე

ალია ავტორი - ალია
23:09 04-07-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
16,971

ყოფილი პარლამენტარი მაია ნადირაძე:

,,მოთმინებასაც თავისი საზღვარი აქვს. ვითმენ ათას ნახევარ სიმართლეს პირში წყალ ჩაგუბებული, რამე არ გავაფუჭო-თქო. მაგრამ სიმართლე ერთადერთი გამოსავალია ამდენი ტყუილის( ქოცების მხრიდან) და ნახევრად სიმართლის ( არაქოცების მხრიდან) კორიანტელში.
რაც შეეხება ნოღაიდელს;
იყო ერთ-ერთი კარგი პრემიერი და ყველაზე შთამბეჭდავი წინსვლა მის დროს მოხდა. რა თქმა უნდა, ეს მარტო მისი დამსახურება არ იყო, მაგრამ მისიც იყო.
მის დანიშვნას ნამდვილად ახლადა კამათი და აზრთა სხვადასხვაობა. მე ვიყავი მისი დანიშვნის მომხრე და ვიყავი უმცირესობაში. რახან მიშას სხვა უნდოდა, უმრავლესობა მიშას უკრავდა კვერს. აქვე დავამატებ, რომ იმავე მიზეზით, ე.წ. ჟვანიას გუნდის წევრებს სიტყვა არ დაუწაწებიათ ნოღაიდელის სასარგებლოდ.
რატომ ვიყავი მისი მომხრე და იმიტომ რომ ყველაზე კარგად იცოდა შიდა სამზარეულოც, კულისებიც, გარე მდგომარეობაც და არც უტვინოა.
აქვე ვიტყვი, რომ სანამ პრემიერი იყო, მისით აღფრთოვანებული იყო უმრავლესობა და სააკაშვილიც.
არაფერი ვიცი, რაზე ასრიალდა ნოღაიდელი და რატომ აღმოჩნდა გადამდგარი. მხოლოდ შემიძლია ვივარაუდო, რომ პატარკაციშვილმა “ შეაცდინა”.
ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ ეს “კორუფციისთვის მოხსნილი” კაცი, მალევე ყრილობაზე იყო საპატიო ლოჟაში გამოჭიმული. მაგრამ ამანაც არ უშველა და მალევე დურთა თავი პირდაპირ ფსბ-ში.
ამას არ ვწერ ნოღაიდელის გასაპრავებლად. ყველა ვინც მტრისკენ გადაიხარა, ყველა ნაგავი და თახსირია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უკანა რიცხვით ტყუილები ვთხზათ.
ნოღაიდელი იქნება, მერაბიშვილი, ბოკერია, ოქრუაშვილი თუ ვინმე კიდევ სხვა, ყველას აქვს გაკეთებული კარგიც. და ვიდრე სიმართლეს იმასთან ვაზავებთ, რაც გვაწყობს, ვიქნებით ქოცხროვის მსხვერპლი.
და ბოლოს, ეს ამდენი მოთქმა- გოდება და საყვედური, რომ ეს რატომ დანიშნე და ის რატომ დანიშნე, არის ინფატილიზმი.
არავის რენდგენი ან ჯადოსნური სარკე არ ჰქონდა, რომ მაშინვე მიმხვდარიყო, 5-10 წლის მერე რას იზამდნენ. ეგეთ გახრწნილ, რუსეთისგან მოწამლულ ქვეყანაში ვცხოვრობთ 200 წელია. უმრავლესობისთვის საკუთარი ეგო და კეთილდღეობაა ცხოვრეპის პრინციპი. ერთეულებია, ვინც მხოლოდ იდეალებს ერთგულებს, ჩვენ შორისაც იყო ეგეთი, ( მაგ. ბაჩო ახალაია) რომელიც უმიზეზოდ, პირველივე გადაუგდეს მტერს საჯიჯგნად, რომ თავი გადაერჩინათ. ოღონდ…
ახლა ყველა ხიხოსტანის ტყვეა და იქაც კი, ზოგი ღირსების მწვერვალებს იპყრობს და ზოგიც სანახევრო სიმართლეზე თვლის.
მიხეილ სააკაშვილის უმთავრესი დამსახურებაა ამ ქვეყნის , უკვე წასრსულს ჩაბარებული, წარმატება, მაგრამ მარტო არ იყო. უიმისოდ საერთოდ არაფერი იქნებოდა. მისი შთაგონებით და ძალისხმევით ნაძირლებიც კი საქმეს აკეთებდნენ. ეს რომ ასეა, იქიდანაც ჩანს, რომ ყველა აქტორი სახეზეა, მაგრამ დაფანტული და არა ერთად.
ხოდა, შედეგიც, ანუ უშედეგობა სახეზეა.

იმის თქმა მინდა, რომ როცა ყველაფერი ვცადეთ და არაფერი გამოვიდა, ვცადოთ კიდევ ერთი რამე – სიმართლე.. ყველაფერი სხვა ნაცადია და დილეგი ისევ ჩაკეტილია.”

თეგები: მაია ნადირაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:59 11-26-2026
სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის
ახალი ამბები

სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის

12:36 11-26-2026
სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია
ახალი ამბები

სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია

17:32 11-25-2026
თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა
ახალი ამბები

თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა

16:22 11-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved