• რეკლამა
  • კონტაქტი
10:23, სამშაბათი, 16 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ირანის განადგურება ერთ ღამეშია შესაძლებელი და ეს შესაძლოა, სამშაბათს ღამით მოხდეს” – ტრამპი

ალია ავტორი - ალია
22:44 04-06-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
207

ირანის განადგურება ერთ ღამეშია შესაძლებელი და ეს შესაძლოა, სამშაბათს ღამით მოხდეს, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„მთელი ქვეყნის განადგურება ერთ ღამეში შეიძლება და ეს შესაძლოა, ხვალ ღამით მოხდეს”- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ ფარგლებში, აშშ „წარმოუდგენლად კარგად მუშაობს.”

„ისეთ დონეზე, როგორიც აქამდე არავის უნახავს“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა შეაქო ირანში ორი ამერიკელი სამხედროს გადარჩენა და ოპერაციას „ისტორიული“ უწოდა. მისი თქმით, სამხედროების გადარჩენის „გადაწყვეტილება“ რთული იყო, მაგრამ „ჩვენ არცერთ ამერიკელს არ ვტოვებთ უკან“.

„ჩვენ ძალიან კარგი აღდგომა გვქონდა. მგონი, ეს ერთ-ერთი საუკეთესო აღდგომა იყო ბევრი თვალსაზრისით. შემიძლია ვთქვა, რომ სამხედრო თვალსაზრისითაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო. აქ არიან ის ადამიანები, ვინც ყველაზე მეტად იყვნენ ჩართულები. დღეს აქ ვართ, რომ აღვნიშნოთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ყველაზე რთული და ყველაზე სახიფათო საბრძოლო სამძებრო ოპერაციის წარმატება. ალბათ, ამას სამძებრო-სამაშველო მისია შეიძლება, ვუწოდოთ, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, რაც კი ოდესმე სამხედროებს უცდიათ. ჩვეულებრივ, როცა ომის დროს თვითმფრინავებს ჩამოაგდებენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძლიერ და ბოროტ ჯგუფს ებრძვი, მსგავსი ოპერაციები პრაქტიკულად არ ტარდება. ხშირად 200 კაცს აგზავნი ერთი ადამიანის გადასარჩენად და ეს ისეთი რამ არის, რასაც, მიუხედავად სურვილისა, იშვიათად ცდილობენ, რადგან დიდ რისკთანაა დაკავშირებული, ცუდი შედეგებიც შეიძლება მოჰყვეს. ამ შემთხვევაში კი, ჩვენ ორი ადამიანის გადასარჩენად ვიმოქმედეთ. შეიძლება, მსგავსი რამ აქამდე არც უცდიათ, მაგრამ ჩვენ ვცადეთ და შევძელით. გვყავდა ძალიან ძლიერი პროფესიონალები, თუმცა ცოტა იღბალიც დაგვეხმარა. ასევე დაგვეხმარა ბევრი ადამიანი, ძალიან კარგი ადამიანები. ამ ოპერაციაში მონაწილეობა დიდი პატივი იყო. ეს ისტორიული გადარჩენის ოპერაციაა და ისტორიაში ჩაიწერება“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-მა სხვადასხვა ხრიკები გამოიყენა, რათა ირანელებს დაეჯერებინათ, რომ პილოტი სხვა ადგილას იმყოფებოდა.

მისი თქმით, მეორე ამერიკელი პილოტის გამოსაყვანად განხორციელებულ სამაშველო მისიაში 155 თვითმფრინავი მონაწილეობდა, მათ შორის ოთხი ბომბდამშენი, 64 გამანადგურებელი, 48 საწვავის შესავსები ტანკერი, 13 სამაშველო თვითმფრინავი და სხვა.

„უნარების განსაცვიფრებელი დემონსტრირებით, ამერიკის სამხედროები ტერიტორიაზე შევიდნენ, მტერს დაუპირისპირდნენ, გადაარჩინეს ჩარჩენილი ოფიცერი და ყველა საფრთხე გაანადგურეს“, – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, ტერიტორია პილოტთან ერთად დატოვეს, რომელიც თითქმის 48 საათის განმავლობაში იყო ჩარჩენილი ირანის ტერიტორიაზე, ყოველგვარი დანაკარგის გარეშე.

თეგები: დონალდ ტრამპი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი

15:24 06-15-2026
Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი
ახალი ამბები

Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი

13:05 06-15-2026
ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved