• რეკლამა
  • კონტაქტი
00:49, სამშაბათი, 7 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, მე ძირითადი ნაწილი ძალიან მშვიდი ტონით ვათრიე, სანამ არ აყვირდა პუტინზე დასმულ კითხვაზე” – სააკაშვილი ნოღაიდელზე

ალია ავტორი - ალია
21:09 04-06-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
245

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,დღეს ჩემს წინაშე “პროკურატურის მოწმის” სახით წარდგა, სრულიად სახედაკარგული, მოცახცახე, ჩემი მთავრობის ყოფილი პრემიერი, ზურაბ ნოღაიდელი.

თავის დროზე, მე ის გავაგდე , იმიტომ რომ, მიუხედავად იმისა, რომ შიდა კორუფცია ბოლომდე მქონდა ამოძირკვული, აღმოვაჩინე, რომ ის თურქმენეთთან ვალის გაქვითვაში ხსნიდა დიდ ფულს.

მოგვიანებით მან 20 მილიონი დოლარი ჩადო კალაძის ფირმაში, თუმცა ცხოვრებაში სახელმწიფო სამსახურის გარდა არსად უმუშავია.

დღეს მის ჩვენებაში ერთხელ არ ვუხსენებივარ და არაფერში დავუდანაშაულებივარ, თან მიუხედავად იმისა, რომ 30 ბადრაგი მერტყა გარშემო და შუშის უკან ვიყავი, საოცრად შეშინებული იყო, კანკალებდა და თვალს თვალში ვერ მისწორებდა, ოღონდ შემდეგ ხალხს შეუტრიალდა დარბაზში და აგინა.

მე ძირითადი ნაწილი ძალიან მშვიდი ტონით ვათრიე, სანამ არ აყვირდა პუტინზე დასმულ კითხვაზე. საქმე იმაში კი არაა, რომ ხელი არ ან ვერ დამადო, თავისთავად მოწმეობაზე დათანხმება იყო სამარცხვინო, მაგრამ არაფერი არის იმაზე უფრო სამარცხვინო, რაც მან ომის შემდეგ ჩაიდინა, 5-ჯერ ესტუმრა რა ქართველების სისხლში ყურებამდე გასვრილ პუტინს, შეჰფიცა ერთგულება და დაჰპირდა საქართველოს დამორჩილებაში დახმარებას.

ჩემი “7 ნოემბრის” საბრალდებო დასკვნა ხელმოწერილია ФСБ-ს ოფიცერ ფარცხალაძე/რომანოვის მიერ, ხოლო მოწმედ ჰყავთ პუტინის პირდაპირი აგენტი ნოღაიდელი, წრე შეიკრა.

მათთვის ვინ არაა საქმის კურსში – სინამდვილეში ეს ე.წ. საქმე სხვა არაფერია თუ არა რუსეთის შურისძიება იმისთვის, რომ 2007 წელს ვერ მოახერხა გადატრიალება, ხოლო 2008-ში ქვეყნის დაპყრობა, იმიტომ რომ მე აღმოვჩნდი მოწოდების სიმაღლეზე, ოღონდ მინდა ვკითხო ქართველებს – რამდენ ხანს აპირებთ აიტანოთ ჩემი უსამართლო ტყვეობა და ამასობაში როდემდე უნდა იარონ ნოღაიდელმა და მიმსა მსგავსებმა საზოგადოებაში ისე, რომ თავმოყვარე ადამიანებმა ყოველდღიურად არ შეახსენონ მათი ღალატი. სანამ ესენი თავისუფლად დადიან და მე ტყვეობაში ვრჩები, საქმე არ დაიძვრება, ასეთია მწარე სიმართლე.

მადლობა ყურადღებისთვის“

თეგები: ზურაბ ნოღაიდელიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved