• რეკლამა
  • კონტაქტი
21:03, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

ალია ავტორი - ალია
17:52 04-06-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
89

სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, თვალის ლაზერული კორექცია მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში იყო შესაძლებელი. მაგალითად, დადგენილი იყო ზედა ასაკობრივი ზღვარი და კონკრეტული ასაკის პაციენტებს ლაზერული კორექცია ვერ უტარდებოდა.

თანამედროვე ტექნოლოგიებმა ეს შეზღუდვები წარსულს ჩააბარა და ვინ დანერგავდა ახალ ტექნოლოგიურ მიღწევებს პირველი, თუ არა ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრი, რომელსაც თვალის დაავადებათა მკურნალობის 132 წლიანი ტრადიცია გააჩნია. ეს ის ბაზაა, რომელიც პირველი ქართველი, წარჩინებული ოფთალმოლოგის, გიორგი ტარსაიძის მიერ 1892 წელს დაარსდა თავის დროზე და დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს.

რა არის მხედველობის ლაზერული კორექცია, როგორ ტარდება, რამდენად მარტივია რეაბილიტაცია და რა სახის პრობლემებს უგვარებს პაციენტებს – ამ თემებზე „ალიასთან“ საუბრობს მედიცინის დოქტორი, ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი, მარიამ გოლოვაჩოვა.

– რა არის მხედველობის ლაზერული კორექცია და რამდენად ქმედითი პროცედურაა?

– მხედველობის ლაზერული კორექცია არის პროცედურა, რა დროსაც იცვლება თვალის წინა ზედაპირის, გამჭვირვალე ნაწილის, რქოვანას ფორმა და სისქე, რათა გაუმჯობესდეს მხედველობა და პაციენტს აღარ დასჭირდეს სათვალის ან კონტაქტური ლინზის ტარება. ლაზერული კორექციით შესაძლებელია მხედველობის გაუმჯობესება რეფრაქციული დარღვევევების დროს. იქნება ეს ე.წ.. ახლომხედველობის ანუ მიოპიის, შორსმხედველობის ანუ ჰიპერმეტროპიის, თუ ასტიგმატიზმის და პრესბიოპიის შემთხვევები.

გარდა მხედველობის გაუმჯობესებისა, ლაზერული კორექცია ეხმარება ადამიანს აიმაღლოს ცხოვრების ხარისხი, რადგან მას უკვე აღარ აქვს დისკომფორტი ყოველდღიურ ცხოვრებაში, აღარ სჭირდება სათვალე ან კონტაქტური ლინზები სრულფასოვანი ცხოვრებისთვის.

მხედველობის ლაზერული კორექციის პროცედურა ტარდება რამდენიმე წამში, შედეგს ვიღებთ დასრულებიდან რამოდენიმე საათის განმავლობაში. რეაბილიტაცია არის ხანმოკლე (აქტიური ფიზიკური აქტივობის და მხედველობითი დატვირთვის შეზღუდვა რეკომენდირებულია მხოლოდ რამოდენიმე დღე), მეორე დღიდან პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

– რამდენად პერსონიზებულია ლაზერული კორექციის პროცედურა თითოეული პაციენტისთვის და როგორ ხდება დაგეგმვა ინდივიდუალურ შემთხვევებში?

– წინასაოპერაციო კვლევებით იქმნება თვალის ე.წ. უნიკალური ანაბეჭდი – თვალის ზედაპირის 3D რუქა.

  • რქოვანის წინა და უკანა ზედაპირის ტოპოგრაფია და ტომოგრაფია – სადაც ზუსტად ხდება რქოვანის სიმრუდის, სისქის და სხვა პარამეტრების გამოკვლევა და პაციენტის მონაცემების შეფასება საერთაშორისო პროტოკოლებთან მიმართებაში.
  • მაღალიგარჩევადობის (რეზოლუციის) აბერომეტრია – აბერაციების განსაზღვრა CRS master and Peramis
  • ოქროს სტანდარტი – რქოვანის ეპითელიუმის სისქის განმსაზღვრელი რუქა
  • დინამიური პუპილომეტრია გამოიყენება გუგის პარამეტრების შესაფასებლად, ხოლო ლაზერული კორექციის დაგეგმვისას შესაძლებელია რქოვანის ფლაპის პარამეტრების ინდივიდუალური შერჩევა, მათ შორის ჰინჯის ლოკაციისა და კუთხის განსაზღვრა.

მაგალითად, თხელი რქოვანის შემთხვევაში გვაქვს საშუალება ჩავატაროთ მაქსიმალურად დამზოგველი პროცედურა (TransPRK), რომლის დროსაც იზოგება 100 micron რქოვანის ქსოვილი, ჩვენი მხრიდან შეხება არ ხდება თვალთან და მუშაობს მხოლოდ ლაზერი (SMARTSurfACE – the no-touch laser eye treatment).

ეს არის ის კომპლექსური კვლევები, რომლების პაციენტს ოპერაციამდე უტარდება. თითოეული პაციენტის ანატომიური და რეფრაქციული მონაცემების გათვალისწინებით, ვგეგმავთ თუ რომელი ტიპის ლაზერული მკურნალობის ჩატარებაა შესაძლებელი ამ პაციენტისთვის და რომელი იქნება იდეალურ შედეგზე ორიენტირებული მინიმალური რისკ-ფაქტორებით.

– რა მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებს ლაზერული კორექციის უსაფრთხოებისა და შედეგების ხარისხის კუთხით?

– ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი იყო ამიერკავკასიაში პირველი, სადაც 2011 წ. ჩატარდა ფემტოლაზერკორექცია – პროცედურა, როდესაც რქოვანის ანათალის ფლეპის წარმოქმნას არ სჭირდება სამედიცინო დანა და განაკვეთს აკეთებს ლაზერის სხივი. ასევე პირველია დღესდღეისობით, სადაც შესაძლებელია ყველანაირი ლაზერული პროცედურის ჩატარება.

ნიუ ჰოსპიტალსის კლინიკა აღჭურვილია ZEISS და SCHWIND (AMARIS, ATOS) უახლესი აპარატურით, რაც გვაძლევს შესაძლებლობას ჩატარდეს – ფემტოლაზერკორექცია ინტელექტუალური ტრეკერის გამოყენებით, მინიმალურად ინვაზიური ლაზერკორექცია., რაც გულისხმობს პოსტოპერაციულად ნაკლებ სიმშრალეს, (იდეალურია სპროტსმენებისთვის და არამხოლოდ), და რაც მთავარია გამოირჩევა მაღალი სიზუსტით.

– რომელი ასაკიდან არის შესაძლებელი მხედველობის ლაზერული კორექციის ჩატარება და არსებობს თუ არა ზედა ზღვარი?

– მხედველობის ლაზერული კორექცია ტარდება 18 წლიდან, შეზღუდვა, ზედა ასაკობრივი ზღვარი, რომელიც ადრე იყო 40-45 წლის შემდეგ, ახლა აღარ არსებობს, რადგან უკვე წელიწადზე მეტია წარმატებით სრულდება პრესბიონდლაზერი. ეს არის საკითხავი სათვალის მოხსნის შესაძლებლობა პაციენტებისთვის 40 წლის ზემოთ. ეს ალგორითმი აქვს მხოლოდ კარლ ცაისის ფირმის აპარატს. პრესბიონდის შემთხვევაში ხდება მიკრომონოვიჟენის გამოყენებით, ორი თვალის გამოსახულების შერწყმა ისე, რომ ჩვენი ტვინი აღიქვამს ერთდროულად ორივე თვალიდან მიღებულ გამოსახულებას ყველა მანძილზე: შორს, შუალედურ ანუ კომპიუტერის და ახლოს ანუ საკითხავ მანძილზე.

პრესბიონდი იდეალურია ველის ფოკუსირების სიღრმის შერწყმისთვის თითოეული თვალისთვის ინდიუვიდუალურად და წარმოქმნის უნიკალურ შუალედურ გადაფარვის ზონას – შერევის ზონას, რომელიც ეხმარება ტვინს მარტივად მოახდინოს ორი საგნის შერწყმა. შესაბამისად, ტვინის მიერ ახალი მხედველობის შესაძლებლობების მარტივად აღქმა და შეგუება მოკლე დროშია შესაძლებელი. შესაბამისად, მინდა კიდევ ერთხელ ხაგასმით ვთქვა, რომ ჩვენს კლინიკაში, ლაზული კორექციის პროცედურის ჩატარებისას, ზედა ზღვარი აღარ არსებობს პაციენტებისთვის.

რაც შეეხება ქვედა ზღვარს – მხედველობის ლაზერული კორექცია ტარდება 18 წლიდან, და არ აქვს მნიშვნელობა სქესს..

– რა უპირატესობები გააჩნია პრესბიონდ ლაზერს?

– პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ პრესბიოპიის მკურნალობის შემდეგ ვიღებთ არა ახალგაზრდა თვალის აკომოდაციის უნარს, არამედ – ბუნებრივ ბინიკულარულ მხედველობას.

მისი უპირატესობები შემდეგია:

  • ნაკლები რისკ-ფაქტორები ახლავს, რადგან არის ნატიფი ლაზიკის პროცედურა და არანაირი ინვაზიური ქირურგია.
  • შენარჩუნებულია კონტრასტული მხედველობა;
  • ნაკლები პოსტოპერაციული გართულებები ინვაზიური ქირურგიისგან განსხვავებით;
  • ეფექტურობის პროცენტი მაღალია – 97%–მდე.
  • შექცევადი და მორგებადია, შესაძლოა ეფექტის გაძლიერებით ან შესუსტებით რეფრაქციის და ბინოკულარული მხედველობის მართვა.
  • ნეიროადაპტაცია – ტვინი ადვილად აღიქვამს და ადაპტირდება სხვადასხვა მანძილზე მხედველობისას.

– რატომ ნიუ ჰოსპიტალსი? – რა უპირატესობებს სთავაზობს პაციენტებს კლინიკის ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი მხედველობის ლაზერული კორექციის მიმართულებით?

– ნიუ ჰოსპიტალსში ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი ერთადერთი კლინიკაა საქართველოში, რომელიც პაციენტებს სთავაზობს 9 ტიპის პერსონალიზებულ ლაზერულ მკურნალობას და აერთიანებს 2 დამოუკიდებელ რეფრაქციული ქირურგიის სივრცეს. ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში პროცედურები ტარდება მსოფლიოში წამყვანი ბრენდების – ZEISS და SCHWIND – უახლესი თაობის ტექნოლოგიებით, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიზუსტეს, უსაფრთხოებასა და მაღალი ხარისხის შედეგს.

18 წლის შემდეგ ნებისმიერ ასაკობრივ კატეგორიაში ტარდება მხედველობის ნებისმიერი ტიპის ლაზერული კორექცია. იმ პაციენტებს, რომლებსაც წლების წინ უარს ვეუბნებოდით ლაზერულ ჩარევაზე, დღეს გვაქვს საშუალება შევთავაზოთ პროცედურა, რომელიც იქნება დამზოგველი, უსაფრთხო და ხარისხიანი.

აქვე უნდა ვთქვა ისიც, რომ განსხვავებით სხვა კლინიკებისგან, ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში 24–საათიანი გადაუდებელი ოფთალმოლოგიური დახმარების მიღება შეუძლიათ პაციენტებს.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved