• რეკლამა
  • კონტაქტი
08:41, პარასკევი, 6 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დაეგდე მანდ!” – სააკაშვილი და ნოღაიდელი პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და მათი გაშველება მანდატურებს მოუწიათ –

ალია ავტორი - ალია
16:14 04-06-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
564

ხმაური და დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ საქალაქი სასამართლოში – ერთმანეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი 7 ნოემბრის საქმის სასამართლო პროცესზე დაუპირისპირდნენ.

სხდომაზე, სადაც ჩვენებას ზურაბ ნოღაიდელი აძლევს, სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სააკაშვილმა მოწმეს კითხვებით მიმართა და დაინტერესდა, შეხვდა თუ არა პუტინს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს შორის სასამართლო პროცესზე მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მიხეილ სააკაშვილმა მოწმის სახით დაკითხულ ზურაბ ნოღაიდელს არაერთი კითხვა დაუსვა და მისი პოლიტიკური ნაბიჯები გააკრიტიკა.

სააკაშვილი პროცესზე პროკურატურის ბრალდებებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. მან ასევე კითხვები დასვა ბადრი პატარკაციშვილისა და მისი გარემოცვის შესაძლო კავშირებზე რუსეთთან, ასევე ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებზე.

„მინდა მოგმართოთ პროკურატურას და სასამართლოს, რომელსაც არ ვცნობ, მაგრამ ამას საზოგადოებასთან მისამართად ვიყენებ. დღეს რა მოისმინეთ, ისეთი ამ ჩვენებაში, რის გამოც ამის უკან უნდა ვიჯდე? დღესავით ნათელია, რომ თავიდან ბოლომდე ფარცხალაძის მიერ დაწერილი და შეთითხნილი ბრალია.

ზურა ამბობს, რომ ჩემი კომპეტენცია იყო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, ამას ვადასტურებ. არ ვადასტურებ, რომ ჯარი ქუჩაში იყო წესრიგის დასამყარებლად გამოყვანილი, ეს არის სიცრუე. ჯარი იყო, რადგან მტრისთვის დაგვენახებინა, რომ საქართველო ცოცხალია და თავის თავის დაცვა შეუძლია. ზურა, მინდა გკითხო, პატარკაციშვილზე როცა საუბრობ, იცოდი, თუ არა რომ ის მჭიდროდ იყო დაკავშირებული რუსეთთან?[…] მოიცა, პატარკაციშვილის ფული ხომ იყო რუსული წარმოშობის, მისი დაცვის უფროსი ხომ იყო „ეფესბეს“ აგენტი?“ – მიმართა მან ნოღაიდელს.

დაპირისპირება განსაკუთრებით გამწვავდა მაშინ, როდესაც სააკაშვილმა ნოღაიდელს რუსეთის საკითხზე მიმართა:

პუტინთან იყავი თუ არა რუსეთში შეხვედრაზე? მას შემდეგ, რაც საქართველოში შემოვიდა, ტერიტორიების ანექსია მოახდინა, უამრავი ადამიანი დახოცა? ამის შემდეგ შენ თვითონ გადაწყვიტე მტერთან ჩასვლა და თავის დახრა? აბა, პუტინს „ეკაჩავე“, „ებლატავე“, თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, პუტინთან ჩავიდა. აბსოლუტური ნაძირალა. დაასმინა საქართველო რუსეთთან და ასეთმა ხალმა გაყიდა საქართველო და მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე, ის, ვინც არ იცის თავმოყვარეობა, ეროვნული ღირსება, პატიოსნება. ამ მოღალატესთან მეტი სალაპარაკო არ მაქვს და ვტოვებ სასამართლოს. ეს არის რუსეთის, პუტინის მიერ მოწყობილი ვითომ სასამართლო ჩემს გასამართლებლად, ერთი რუსი მოწმე აგერ დგას და მეორე რუსის დაწერილი ბრალით მასამართლებენ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

სხდომაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა — მხარეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მივიდა, რის გამოც პროცესში მანდატურის სამსახურის ჩარევა გახდა საჭირო. საბოლოოდ, სააკაშვილმა სხდომათა დარბაზი დატოვა, ხოლო მოსამართლეთა კოლეგიამ პროცესის მონაწილეები წესრიგის დაცვისკენ გააფრთხილა.

 

თეგები: ზურაბ ნოღაიდელიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!

14:54 11-05-2026
გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან
ახალი ამბები

გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან

14:14 11-05-2026
„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved