ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე:
კრიპტოვამპირები მოიხმარენ ერთ მილიარდ კილოვატსაათზე მეტ ელექტროენერგიას წელიწადში. ეს არის მთელი ენერგოგამომუშავების 8-9 პროცენტი.
მხოლოდ გლდანში არსებული კრიპტოსაწარმო მოიხმარს იმაზე მეტს, ვუდრე ქუთაისი, მოიხმარს თითქმის ორჯერ მეტს, ვიდრე რკინიგზა და მეტროპოლიტენი ერთად აღებული.
რა შეაქვს ბიუჯეტში? თითქმის არაფერი-იმაზე ნაკლები, ვიდრე მაკდონალდსის ერთ რესტორანს შეაქვს. მხოლოდ 80 კაცია დასაქმებული იქ. მათი ხელფასებია ამ პარაზიტი საწარმოს წვლილი ქართულ ეკონომიკაში. ყველა გადასახადისაგან განთავისუფლებულია.
ეს საწარმო ივანიშვილის საკუთრება იყო და იმიტომ მიიღო სასათბურე პირობები. ახლა ამბობს, გავყიდეო. გჯერათ?!














კომენტარები