პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, არჩილ გამზარდია:
სამ უდიდეს თეოლოგს ანუ ღვთისმეტყველს – ბასილი დიდს,
გრიგოლ ღვთისმეტყველს და
იოანე ოქროპირს იმ დროის მხოლოდ საერო განათლება ჰქონდათ. მათი საღვთისმეტყველო განათლება იქმნებოდა უპირველეს ყოვლისა მონასტრული ცხოვრებისას, სადაც, მაგალითად, ბასილი დიდი და გრიგოლ ღვთისმეტყველი სიღრმისეულად სწავლობდნენ წმინდა წერილს და ადრეული ეკლესიის მამების (მაგალითად, ორიგენეს) შრომებს. ხოლო იოანე ოქროპირი წლების განმავლობაში განმარტოებით ცხოვრობდა უდაბნოში, სადაც ზეპირად ისწავლა ბიბლია და ეუფლებოდა სხვა და სხვა ტექსტის განმარტებას.საღვთისმეტყველო განათლება მოიცავს ამ ცოდნის არსებობას, ცოდნის გამოყენებას და სათნოებებს, რადგან სათნოებების გამოხატვა და მათი გააზრება თეოლოგიური განათლების ერთ-ერთი ცენტრალურ ნაწილად ითვლება, რომელსაც ქრისტიანული ეთიკა ან ზნეობრივი ღვთისმეტყველება ჰქვია.
საღვთისმეტყველო ცოდნა დაიყვანო მხოლოდ დიპლომირებულ ფორმალურ განათლებამდე, ეს ეკლესიის შეურაცხყოფაცაა, სარწმუნოებისაც და თავად ქრისტესიც.
მე არ ვიცი ეპისკოპატი რას დაარქმევს საღვთისმეტყველო ცოდნას, თუმცა ზემოთ დასახელებულ სამ ყველაზე დიდ ღვთისმეტყველსაც კი მგონი ჩვენი სინოდი დაიწუნებდა, დააბრალებდა რა, რომ საკმარისი ცოდნა არ აქვთო.














კომენტარები