• რეკლამა
  • კონტაქტი
10:06, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩემი შვილის სიკვდილზე პასუხისმგებლობას ვაკისრებ კახა კალაძეს”– დათუნა ჟღენტის დედა

ალია ავტორი - ალია
17:44 04-03-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
410

წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი კითხვებზე პასუხებს ითხოვს და პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს.

დათუნა ჟღენტის დედა, ქეთი ქავთარაძე ტვ პირველთან ამბობს, რომ უკვე წლებია პროკურატურაში დაატარებენ და დოკუმენტებს ამოწმებინებენ, მაგრამ ამ დრომდე ვერავინ დაადგინა, ვინ არის პასუხისგებელი ახალგაზრდა სპორტსმენის გარდაცვალების საქმეზე.

ჩემი დათუნა 2 წლის და 9 თვის წინ ე.წ. სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულ ტერიტორიაზე დაიღუპა. ე.წ. სახელმწიფოს ვამბობ იმიტომ, რომ სად არის სახელმწიფო, პასუხისმგებლობა ნული. ეს არის სისტემური მკვლელობა. სისტემის ყველა რგოლი არის დაქვემდებარებაში მერიის მუნიციპალიტეტის. რას აკეთებს კახი კალაძე? – თბილსის მმართველობსი ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე დაიღუპა ჩემი შვილი. იმ მრავალსართულიან შენობაში შექმნა უამრავი დეპარტამენტი. თვითონ დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა არ იციან, რომელ დეპარტამენტში არიან და იმათმა რა უნდა დაავალონ მის ხელქვეითს? კითხვა მაქვს, თვითონ კალაძემ იცის, რა ევალება? მისი მოვალეობა იცის საერთოდ? თუ მისი მოვალეობაა ინფრასტრუქტურის განვითარება, შადრევნის გახსნა წინასაარჩევნოდ – ამის იქით მოვალეობა და ვალდებულება არ აქვს?  პასუხისმგებლობას ვაკისრებ მას. როცა გაიგო კალაძემ რომ დედას შეხვედრა უნდა, რა მოიმოქმედა? – არაფერი. არანაირი კომუნიკაცია. ამიტომ მე დავასრულე, ჩემთვის დამნაშავე არის ეს პიროვნება “, – ამბობს დედა. 

ადვოკატის შეფასებით ეს საქმე ხარვეზებით არის სავსე. არ არის ჩატარებული უმნიშვნელოვანესი საგამოძიებო მოქმედებები, იკვეთება გამოძიების უმოქმედობა და გარკვეული პირებისა და უწყებებისადმი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების ნიშნები.

2023 წლის 10 ივლისს ინციდენტი ე.წ. სამთავრობო ზონაში მოხდა, სადაც მერია სარემონტო სამუშაოებს ატარებდა. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს დენმა იმ დროს დაარტყა, როდესაც ბაღში დასასვენებლად თანატოლებთან ერთად შევიდა.

2023 წლის 11 ივლისს ვაკის გამგეობამ  დაწერა: “ფანჩატურში, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა, უკანონოდ, კუსტარულად იყო დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა”.

მაშინ უწყებამ დაწერა, რომ მოზარდის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved