• რეკლამა
  • კონტაქტი
15:51, სამშაბათი, 26 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეხლა აქციების და ოპოზიციის როლი კიდევ უფრო იზრდება!” – ელენე ხოშტარია

ალია ავტორი - ალია
17:25 04-03-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
321

“დროას“ პატიმრობაში მყოფი ლიდერი, ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს აქვეყნებს, სადაც  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარს ეხმაურება.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის ზარი კობახიძესთან განმარტებას მოითხოვს ჩვენგან, ოპოზიციისგან. მან შეიძლება გააჩინოს ლეგიტიმური კითხვები აღიარებასთან  და დემოკრატიული დღის წესრიგის აქტუალობასთან დაკავშირებით. ამასთანავე, თუ დავაკვირდებით კონტექსტს – ეს ზარი ჩვენთვის, საქართველოსთვის და არა რუსეთისთვის,  კარგის ნიშანია. აქ უნდა დავუკვირდეთ მოვლენათა ჯაჭვს და კომუნიკაციის ფორმებს.

  • 1. აღიარება იქნებოდა საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლების ოფიციალური ვიზიტი ამერიკაში. ამას დიპლომატიაში დიდი მნიშვნელობა აქვს. კომუნიკაცია შეიძლება იყოს ზეწოლა და შეიძლება იყოს აღიარება, გააჩნია ძალთა ბალანსს, თემატიკას, კომუნიკაციის ფორმას და კონტექსტს. ოფიციალური ვიზიტი გულისხმობს აღიარებას, სატელეფონო ზარი კი საქმიან მესიჯს ძლიერი სახელმწიფოსგან. მაგალითად, ვენსის ვიზიტი  იყო ოფიციალური.
  • 2. კონტექსტი ამერიკის ,,ანტირუსული“ (ასე დავარქმევ, რადგან გაცხადებულად თუ არა, მაინც ასუსტებს რუსეთის პოზიციას) ქმედებები მოვიდა ჩვენს რეგიონში, ირანი, TRIPP. ირანის საკითხში ამერიკის ნეგატიური ინტერესის საგანს წარმოადგენს საქართველოში ირანის გავლენების გაძლიერება, რაც ჰადსონის კვლევამ უტყუარად აჩვენა. TRIPP-ის კონტექსტში საქართველოს დემოკრატიულობა და ნამდვილი მშვიდობა TRIPP-ის წარმატების ფაქტორია.
  • 3. ურთიერთობების კონტექსტი – სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ხაზგასმით საქმიანი ვიზიტი და ოპოზიციასთან კომუნიკაცია,  გააქტიურებული კონგრესი, გაწყვეტილი სტრატეგიული პარტნიორობა და  „ოცნების“ იზოლაცია,  უკვე შემდგარი ფაქტია. სანქციებს ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა.
  • ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ამერიკის გააქტიურება არის საქართველოს მიმართ ინტერესის დაფიქსირება, სადაც რუსული ფაქტორის მოგვარება გარდაუვალი ელემენტი იქნება. ეს, გარდა ჩვენისა,  ამერიკის ინტერესებშიცაა.  ამერიკის უმოქმედობა მეტი თავხედობის გასაქანს მისცემს რეჟიმს. მკაფიო ზეწოლის პარალელური კომუნიკაცია ჩვენს ინტერესებშია.

ეხლა აქციების და ოპოზიციის როლი კიდევ უფრო იზრდება! საერთო ეროვნული მობილიზაციის ინიციატივა 26 მაისს კულმინაციის ძალიან დროული და სწორი საქმეა ამ მხრივაც! მოგვთხოვეთ პასუხი და ანგარიში ოპოზიციას ყველა საკითხზე, არ მოგვცეთ შეცდომების დაშვების ფუფუნება! ბოლომდე გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! რუსთავის ქალთა ციხე, – წერს ხოშტარია წერილში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

თავისუფლება გადამდებია – PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
ახალი ამბები

თავისუფლება გადამდებია – PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია

14:11 05-26-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:08 05-25-2026
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა
ახალი ამბები

დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა

14:51 05-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ZEG – Tbilisi Storytelling Festival-ი გაიმართება

15:46 05-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved