მარნეულში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. მას ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ყელის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა.
დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.














კომენტარები