თბილისის მერია ავრცელებს დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებას საპატრიარქოზე, განცხადებაში არ ჩანს, კონკრეტულად რა კომენტარებს გულისხმობს, ან ვის მიმართავს კალაძე. იგი ამბობს, რომ გარკვეული ორგანიზაციების გარკვეულ კომენტარებს პასუხობს და რომ ძალიან სწუხს.
“საპატრიარქოს შესახებ მსგავსი განცხადებების გაკეთება გუშინ არ დაწყებულა. ეს არის ეკლესიის და საპატრიარქოს მისამართით მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა. ეს ყველაფერი არის გარედან დაფინანსებული, გარედან გაცემული დავალებების შესაბამისად. წლების განმავლობაში იყვნენ გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც გარედან ჰქონდათ მიღებული დავალება, რომ ეკლესიის საწინააღმდეგო განცხადებები გაეკეთებინათ.
ძალიან სამწუხაროა ეს, თუმცა სასიამოვნოა ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა რეალურად ხედავს, თუ რა პროცესები მიდის, ვინ არიან ეს ადამიანები, ვისი გავლენით და მითითებით მოქმედებენ და რა ინტერესები აქვთ.
დღეს, ეკლესია არის ძალიან ძლიერი. ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს ჩვენს საპატრიარქოს. წმინდა სინოდი გადაწყვეტილებებს თავად მიიღებს და მასში ჩარევის უფლება არავის აქვს. რა თქმა უნდა, მე მათ მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას მივესალმები”, – განაცხადა კახა კალაძემ.














კომენტარები