• რეკლამა
  • კონტაქტი
17:33, პარასკევი, 21 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,სწორედ დონალდ ტრამპია „დიფ სთეითის“ მმართველობის პირდაპირი გამოხატულება, „დიფ სთეითის“ რეალური სახე“ – ნეიტრალური საქართველოს განცხადება

ალია ავტორი - ალია
19:28 04-01-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
806

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო” განცხადებას ავრცელებს:

,,გვსურს საზოგადოების ყურადღება გამახვილდეს ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტზე, რაც, ვფიქრობთ, რომ შესაბამისი ანალიზისა და შეფასების გარეშე დარჩა.

როგორც ერთ დროს ერთიანი, შემდეგ დაშლილი და ახლა კიდევ ერთხელ გაერთიანებული „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ისინი მიემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა თავიანთ უცხოელ პატრონებს წარუდგინონ სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა დაიბრუნონ ძალაუფლება და მოვიდნენ ხელისუფლებაში.

რეალურად, ეს განცხადება რომ აბსურდულია, ყველასთვის ცხადია, რადგან ადგილობრივ რადიკალურ ოპოზიციას, ანუ ახლახან კიდევ ერთხელ გაერთიანებულ „ნაციონალურ მოძრაობას“, არათუ საკუთარი გეგმა, არამედ საკუთარი აზრიც კი არ გააჩნია. ისინი მხოლოდ და მხოლოდ უცხოელი პატრონების დავალებების ბრმად შემსრულებლები და საქართველოში პროცესების რადიკალიზაციის ინსტრუმენტები არიან.

ამავდროულად, ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მათთვის ძალაუფლების წყარო არა ქართველი ხალხი, არამედ უცხოელი პატრონები არიან და ლეგიტიმაციასაც არა საქართველოს მოსახლეობისგან, არამედ სწორედ მათგან ელიან; მით უფრო, რომ დარწმუნებულები არიან — მთავარი გადაწყვეტილებები სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღება.

ხაზგასმით აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირებისა და ამერიკის შეერთებული შტატების გავლენიან სახელმწიფო მოხელეებს შორის გახშირებული კონტაქტი, სხვადასხვა ფორუმზე შემდგარი კომუნიკაცია, ღონისძიებებზე მიწვევა თუ სატელეფონო საუბრები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას კომფორტულ მდგომარეობაში აყენებს და ამცირებს ხელისუფლებაზე ამ კუთხით არსებულ წნეხს.

აშკარაა, რომ ამგვარი მეთოდებით მოქმედება სწორედ „დიფ სთეითის“ ხელწერაა, რომელმაც ამჯერად საქართველოსთან მიმართებით მლიქვნელური პოლიტიკის გატარება დაიწყო, რისი მიზანიც ხელისუფლებისა და საზოგადოების მოდუნებაა. ეს ყველაფერი კი, როგორც არაერთხელ დავრწმუნდით, ჩვენი ქვეყნისთვის შესაძლოა მორიგი კატასტროფით დასრულდეს.

„ერთიან ნეიტრალურ საქართველოს“ მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ საკუთარ პოლიტიკურ კომფორტზე კი არა, ქვეყნის სუვერენიტეტისა და საზოგადოების ინტერესების დაცვაზე უნდა იფიქროს და არ წამოეგოს ამ სატყუარას. რადგან ამერიკის შეერთებული შტატებიცა და ევროპაც „დიფ სთეითისგან“ იმართება, თუ დღეს აშშ-დან წამოსულ ამ სიგნალებს დაჰყვებიან, ხვალ, როცა ევროკავშირიც მსგავსი ტიპის პოლიტიკას დაიწყებს, მათთან მიმართებითაც არა პრინციპულ, არამედ ხელისუფლებისთვის კომფორტულ, დამყოლ პოზიციას აირჩევენ.

ფაქტია, ამგვარი მიდგომები ქვეყანასა და ხალხზე კი არა, საკუთარ თავზე ზრუნვით იქნება განპირობებული და ამის შესახებ საზოგადოება სათანადოდ უნდა იყოს ინფორმირებული.

ამ ყველაფრის გააზრება კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მიგვაჩნია იმ ფონზე, რომ სრული სიცრუე და ფარსი აღმოჩნდა ხმამაღალი განცხადებები იმის შესახებ, თითქოს დონალდ ტრამპი „დიფ სთეითს“ ებრძვის. რეალურად, ამერიკის შეერთებულ შტატებში „დიფ სთეითის“ რებრენდინგის პროცესი მიმდინარეობს, თანაც საკმაოდ აქტიურად და ამის ნიშნები უკვე აშკარად იკვეთება.

მეტიც, სწორედ დონალდ ტრამპია „დიფ სთეითის“ მმართველობის პირდაპირი გამოხატულება, „დიფ სთეითის“ რეალური სახე, რომელიც ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს — საჯაროდ აცხადებს, რომ „მშვიდობის მტრედია“, მაშინ, როდესაც ომს-ომზე აჩაღებს და საკუთარი, ვითომ დამოუკიდებელი პოლიტიკით, ქმედებებით, დამოკიდებულებითა და მანერებითაც კი ყველანაირ წესრიგს „დიფ სთეითის“ გეგმას არგებს.

ფაქტია, ტრამპი ომის გამჩაღებელია, ხოლო მართვითა და გამგეობით, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე ევროპაში, „დიფ სთეითი“ მართავს ყველაფერს!

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოსთვის“ „ქართული ოცნების“ კონფორმისტული პოზიცია აბსოლუტურად მიუღებელია, ამიტომ, ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, კატეგორიულად მოვითხოვთ საჯარო სატელევიზიო დებატებს ხელისუფლებასთან, რათა საზოგადოების ყველა ამ კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცეს!”

თეგები: ნეიტრალური საქართველო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved