პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე:
,,ჩემი აზრით 31 მარტი თავისუფლად შეიძლება გამოცხადდეს ეროვნული ფარისევლობის დღედ.
ამ დღეს ზვიად გამსახურდიაზე ლოყებს იხოკავენ და ლოცვებს აღავლენენ ისინი ვინც მას ან ამხობდა ან მის დამხობას ღიად მიესალმებოდა. ან სულ ცოტა, თავის პარტიაში იმათთან იყო ჩახუტებული ვინც გამსახურდიას ეომებოდა.
მე პირადად ერთ-ერთი იმათგანი ვარ ვისაც გამსახურდიასთვის ხმა არცერთ არჩევნებზე არ მიუცია, მაგრამ ამავე დროს ახლოსაც არ გაკარებია იმათ ვინც ის დაამხო. ასეთები საკმაოდ ბევრნი ვართ.
ჰოდა, ზემოთჩამოთვლილი ხალხი ყოველ 31 მარტს ისეთებს გაიძახის ლამის ჩემს თავს დავაბრალო რაც მოხდა.“














კომენტარები