• რეკლამა
  • კონტაქტი
20:44, ორშაბათი, 30 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,უცხოეთის “აგენტთა” არასრული სია საქართველოს ისტორიაში“ – რა სიას აქვეყნებს ბექა კობახიძე?

ალია ავტორი - ალია
16:18 03-30-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,224

ისტორიკოსი ბექა კობახიძე:

,,უცხოეთის “აგენტთა” არასრული სია საქართველოს ისტორიაში:

1. წმინდა ნინო – რომის იმპერიიდან შემოიტანა რელიგია, დაანგრია ტრადიციული კულტები და მას შემდეგ 17 საუკუნეა ქართველები რომიდან შემოსულ რელიგიას ეთაყვანებიან;

2. დავით აღმაშენებელი – ჯვაროსნული ლაშქრობების დაწყების შემდეგ, მეორე ფრონტი გაუხსნა სელჩუკებს, შემოიყვანა 40,000 უცხოტომელის ოჯახი და ოცდახუთწლიან ომში ჩართო საქართველო;

3. სულხან საბა – მიიღო კათოლიკობა, ეახლა საფრანგეთის მეფეს და ითხოვდა ფულს, სურდა დასავლური კულტურის შემოტანა საქართველოში;

4. გიორგი დეკანოზიშვილი და არჩილ ჯორჯაძე – 1904-1905 წლებში, რუსეთ-იაპონიის ომის მიმდინარეობისას, იაპონელებისგან აიღეს ფული; 1905 წელს, ჰოლანდიური გემი “სირიუსით”, იარაღი შემოიტანეს საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ აჯანყების მოსაწყობად. მანამდე, 1903 წელს პარიზში დაარსეს გაზეთები “საქართველო” და La Georgie. ქვეყნის გარედან გეგმავდნენ რევოლუციის მოწყობას;

5. გიორგი მაჩაბელი, მიხაკო წერეთელი, ძმები კერესელიძეები და პეტრე სურგულაძე – 1914 წელს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, დაარსეს საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი. გერმანული წყალქვეშა ნავებით შემოიტანეს იარაღი აჯანყების მოსაწყობად;

6. პატრიარქი ამბროსი ხელაია – წერილით მიმართა გენუის საერთაშორისო კონფერენციას და დასავლეთს სთხოვდა “დამოუკიდებელი” საბჭოთა საქართველოს წინააღმდეგ დახმარებას;

7. ვარლამ ჩერქეზიშვილი – 1906 წელს 4000 ბრიტანელ ქალს მოაწერინა ხელი პეტიციაზე მოთხოვნით, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩარეულიყო რუსეთისგან საქართველოს გათავისუფლების საქმეში. 1907 წელს 3000 ქართველს მოაწერინა ხელი ჰააგის საერთაშორისო კონფერენციისადმი მიმართვას;

8. ვახტანგ მეექვსე – ევროპიდან შემოიტანა სტამბა. სპარსეთ-ავღანელების ომის დროს მეორე ფრონტი გაუხსნა სპარსელებს, პეტრე პირველის მოთხოვნით. პეტრემ გადააგდო ვახტანგი;

9. ერეკლე მეორე – რუსეთ-ოსმალეთის დროს, 1770 წელს მეორე ფრონტი გაუხსნა ოსმალეთს, რუსეთის მოთხოვნით. 1783 წელს რუსებს გაუფორმა ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მისი სამეფო კარგავდა საგარეო პოლიტიკურ სუვერენიტეტს. რუსებმა ერეკლე არაერთგზის გადააგდეს;

10. ნიკო ნიკოლაძე – განათლება მიიღო ციურიხში. მთელი ცხოვრება შეალია ევროპული ცოდნის შემოტანას საქართველოში. 1918-21 წლებში იყო დელეგაციების წევრი ბერლინში, პარიზში და სხვა ევროპულ დედაქალაქებში. ითხოვდა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოსთვის იარაღის მიწოდებას და ევროპულ ინვესტიციებს;

11. ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა – მათი პატიმრობის წინააღმდეგ საბჭოთა ხელისუფლებას ებრძოდნენ ჩეხოსლოვაკიის დისიდენტების ლიდერი ვაცლავ ჰაველი, პოლონელი დისიდენტების ლიდერი ლეხ ვალესა, ბალტიელი დისიდენტები და სხვები.

აღარაფერს ვამბობ მათზე, ვინც 1921-1938 წლებში “დასავლეთის აგენტობის” ბრალდებით დახვრიტეს კომუნისტებმა. არც იმ ელინიზებულ და რომანიზებულ ქართველებზე ვამბობ, ვინც ეროვნული საგანძურით გაავსო საქართველოს ეროვნული მუზეუმი. არც ევროპისადმი მიმართული ილია ჭავჭავაძის ტრფობის ციტატები მომიტანია. ამ ეტაპზე ესეც საკმარისია.

ოღონდ აქ ერთი “პატარა” დეტალია: ვინც ამ ხალხს ებრძოდა და აგენტს უწოდებდა, ყველა ისტორიის ნაგავსაყრელზე განისვენებს.
ასე რომ, არ შეგეშინდეთ, ამავე ისტორიის მორიგ ციკლში ვართ. მთავარია ჩვენ ვიცით, რომ სიმართლე ჩვენს მხარეს არის.“

თეგები: ბექა კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved