ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე მარიამ ლაშხის განცხადებას ეხმაურება:
,,დღეს თეატრალური რექტორმა თქვა, უნდა გავაგრძელოთ ქართული თეატრის დიდი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი დიმიტრი ყიფიანმა და ილია ჭავჭავაძემ ჩაუყარესო.
დიმიტრი ყიფიანმა საქართველოდან რუსი ეგზარქოსის გაგდება მოითხოვა, მას შემდეგ რაც ამ უკანასკნელმა საქართველო დაწყევლა. ამის გამო ყიფიანი გადაასახლეს და მოკლეს.
ილია ჭავჭავაძე, რომელიც ყველაფერთან ერთტად პოლიტიკოსიც იყო, ასევე მოკლეს მისი პოლიტიკური საქმიანობის გამო.
ჭავჭავაძე არც მალავდა, რომ თეატრი პოლიტიკური ხელსაწყო იყო. ის ემსახურებოდა ქართველი ერის განათლების საქმეს, მასში გარკვეული განწყობების ჩამოყალიბებას, რომელი განწყობებიც პოლიტიკისაგან არ იმიჯნება.
ხოდა ახლა ქოცებს უნდათ რომ თეატრი პოლიტიკისაგან დაწმინდონ და რაღაც ახალი, სტერილური, უქმბიციო და უინტერესო ადამიანები შექმნან, რასაც თავად “ღირსეულ” ადამიანებს უწოდებენ.
და ქოცების ღირსების დეფინიცია იცით ხო? ბიძინა ივანიშვილის უსიტყვო მორჩილება. ესაა მათი ღირსება და ასეთ ახალგაზრდებზე ოცნებონენ.“
შეგახსენებთ, მარიამ ლაშხმა განაცხადა: „სახელოვნებო განათლება ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია – ერთად უნდა ვიმსჯელოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კიდევ ერთი ახალი გვერდი დაიწეროს, შეიქმნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის ბიოგრაფიის შემქმნელები არიან, მაგრამ ასევე არიან ის ღირსეული ადამიანები, რომლებიც თუნდაც სცენას პოლიტიკურ ინსტრუმენტად არ გამოიყენებენ და ხელოვნებას შესაბამისს პატივისცემას და იმ ღირსებას მისცემენ, რომლითაც ჩვენი ქვეყანა დღევანდლამდე მოვიდა“














კომენტარები