• რეკლამა
  • კონტაქტი
06:14, სამშაბათი, 27 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსთაველზე გადასვლა იმდენად კრიმინალიზებული გახდა, რომ შეიძლება, ტერორისტად მოინათლო” – თორნიკე თოშხუას სიტყვა სასამართლოზე

ალია ავტორი - ალია
18:46 03-27-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
136

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე სამოქალაქო აქტივისტმა, ბრალდებულმა თორნიკე თოშხუამ საბოლოო სიტყვით ისარგებლა.

თოშხუას სიტყვას “პუბლიკა” ავრცელებს:

ჩვენი მოქმედება გამოწვეული იყო უკიდურესი აუცილებლობით და ეს იყო თავდაცვა იმ სიკეთეების, რაც ჩვენ შევადგინეთ, როგორც ცალკეულმა, ისე ერთობლივმა ინდივიდებმა

…მე არ მაქვს ჩემი ღირსების შემლახველი და მით უმეტეს, ფიზიკური შეურაცხყოფის მოთმენის ვალდებულებები და თავი დავხარო ჩემს მიმართ განხორციელებული უსამართლობის წინაშე, არც ერთი კანონი არ მავალდებულებს ამას. ვერც ერთი ბრალი ვერ დაასაბუთებს იმას, რომ მე ვიყავი აგრესიის გამომწვევი, აგრესიის ინიციატორი და არა – ის თავდაცვითი მოქმედებები, რაც მოჰყვა ჩვენზე განხორციელებული აგრესიის ნეიტრალიზებას.

ფაქტია, ბექა გოცირიძის აღნიშნული ტერიტორიიდან გაცილების შემდეგ იქ ურთიერთობა გაგრძელდა წყნარ, მშვიდ, არაკონფლიქტურ გარემოში. იქ დამატებით რამე, ადევნებები ჩვენ მიერ არ ყოფილა განხორციელებული.

თავს ვგრძნობ სრულიად უდანაშაულოდ წარდგენილ ბრალში და ერთი ისაა, რომ სისტემამ იხელმძღვანელა პოლიტიკური ნიშნით და პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი ვარ, იმიტომ, რომ ჭკუის სასწავლებელი ყოფილიყო ჩემზე განხორციელებული ზეწოლა და მით უმეტეს, ის რეპრესიული კანონები, რაც მიღებულია, ფაქტია, რუსთაველზე დღეის მდგომარეობით გადასვლა იმდენად კრიმინალიზებული გახდა, რომ შეიძლება, ტერორისტად მოინათლო. ჩემი გარეთ ყოფნის დროს ავტორიტარიზმი მყარდებოდა და უკვე დიქტატურამ მოახდინა კონსოლიდირება,” – განაცხადა ბრალდებულმა თორნიკე თოშხუამ, პუბლიკას ცნობით, 

თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს ბრალი ჯგუფურად ძალადობაში ედებათ და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ 31 ივლისს რუსთაველის გამზირზე ყოფილ ფეხბურთელი ბექა გოცირიძე სცემეს.

დაცვის მხარის თქმით, ბექა გოცირიძე თავიდანვე პროვოკაციის მოწყობის მიზნით მივიდა აქციაზე, მას ჩართული ჰქონდა ე.წ. LIVE და პირდაპირ ეთერში, აქციის მონაწილეების აგინებდა და აყენებდა შეურაცხყოფას, რასაც მოჰყვა დაპირისპირებაც.

აქტივისტების თქმით, ის რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან სხვა დროსაც მისულა. სოციალურ ქსელში არის ვიდეო-მასალებიც, სადაც  ბექა გოცირიძე აქციის მონაწილეებს სხვადასხვა დროს აგინებს.

ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე 8 თებერვალს გარდაიცვალა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved