• რეკლამა
  • კონტაქტი
22:46, ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეკლესიის გაყოფა იქნება დიდი კატასტროფა, ეს იქნება შემზადება იმისათვის, რომ აფხაზეთის აღიარება მოხდეს” – ირაკლი მელაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:03 03-27-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
142

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:

„მთავარი გამოწვევა არის ეკლესიის ერთიანობის შენარჩუნება. ძალიან სერიოზულად მუშაობდნენ „სქიზმაზე“. მახსოვს, როცა რომის პაპი ჩამოდიოდა, რა ქნეს. როგორ აიძულეს მსოფლიო საეკლესიო საბჭოდან გამოსვლა პატრიარქს, სულ იყო იმის შიში და ტერორი, რომ ეკლესიის გაყოფა მოხდებოდა. ეკლესიის გაყოფა იქნება დიდი კატასტროფა, ეს იქნება შემზადება იმისათვის, რომ აფხაზეთის აღიარება მოხდეს, ამის რისკები რეალურია, ეს რისკები იყო ყოველთვის.
ჩვენ ვუყურებთ მარტივად: შენ ხარ პრორუსული, შენ ხარ პროდასავლური, ასე მარტივად არაა. პატრიარქს სულ უწევდა ბალანსირება, რომ ეს ერთიანობა შეენარჩუნებინა. ვერც ახალი პატრიარქი ვერ იქნება ან მიტინგზე მდგომი ხალხის აზრის გამომხატველი, ან ხელისუფლებაში მყოფი ხალხის. დავანებოთ თავი იმას, რომ ეკლესია უნდა იყოს პოლიტიკური პროცესის ნაწილი, ან აქეთა მხრიდან ან იქითა – დავანებოთ თავი იმას, რომ ეკლესია უნდა იყოს პოლიტიკური პროცესის ნაწილი, შევეშვათ, დავანგრევთ ამ ეკლესიას ასე.
საქართველოს ეკლესია არის ერთადერთი იურიდიულად არსებული სუბიექტი, რომლის უფლებამოსილებაც, საქართველოს მთელს ტერიტორიაზეა ნაცნობი. რუსული ეკლესია, რომელიც პუტინის ჩექმის მწმენდავია, ფორმალურად თუ არაფორმალურად, აღიარებს. სქიზმა და განხეთქილება თუ მოხდა, მაშინ იქაც მოხდება, იქაც დაიწყება ეს პროცესი, ძალიან სახიფათო თამაშებია და ამ საკითხთან სამიტინგო მიდგომა არ გამოდის, ფრთხილად უნდა ვიყოთ. ძალიან ხშირად კეთილი სურვილები ჯოჯოხეთის გზაა. რუსებმა თუ მოინდომეს, ზუსტად რუსებს ვინც ეწინააღმდეგება, ის შეიძლება გამოიყენონ (ხელისუფლებამაც სხვათა შორის) ეკლესიის წინააღმდეგ.
სხვათა შორის მედასავლეთეების ნაწილი იმის მომხრეა, რომ ეკლესია რაც შეიძლება დასუსტდეს. ჩემი აზრით, ეს არის დიდი შეცდომა, თუ საქართველოს ეკლესიამ დაკარგა საქართველოში ავტორიტეტი, დასუსტდა, როგორ ფიქრობთ, ვინ შეავსებს ამ ადგილს? ადგილი ცარიელი არ დარჩება და ერთადერთი, ვინც რეალურად შეიძლება შეავსოს ეს ადგილი, ეს იქნება რუსული ეკლესია. რა თქმა უნდა, საქართველოს ეკლესიის დასუსტებაში იქნება რუსეთის ინტერესი. ვინმეს ჰგონია, რომ რუსებს ძალიან უხაროდათ ჩვენი ავტოკეფალია? რუსეთმა არ ცნო ჩვენი ავტოკეფალია, როდესაც გამოეყო საქართველოს ეკლესია და სტალინმა ძალით აცნობინა.”

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში

18:23 09-03-2026
სტომატოლოგიური ლაიფჰაკები
ახალი ამბები

​რატომ არ უნდა გამოვივლოთ წყალი კბილის გახეხვის შემდეგ? – სტომატოლოგიური ლაიფჰაკები

14:54 09-03-2026
სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ახალი ამბები

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

09:00 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved