ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ირანზე ისრაელის დარტყმები გაძლიერდება.
ამის შესახებ მან სამხედრო ჩინოვნიკებთან შეხვედრაზე განაცხადა .
„პრემიერ-მინისტრთან ერთად გავაფრთხილეთ ირანის ტერორისტული რეჟიმი, შეეწყვიტა ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით რაკეტების გაშვება. გაფრთხილებების მიუხედავად, ცეცხლი გრძელდება და შესაბამისად, ირანში ისრაელის თავდაცვის ძალების დარტყმები გაძლიერდება და გაფართოვდება დამატებით სამიზნეებსა და სფეროებზე, რომლებიც რეჟიმს ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იარაღის შექმნასა და გამოყენებაში ეხმარება“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.














კომენტარები