ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე:
რა მაგის პასუხია და “ბაზარ აკონჩენ, შიო ვორ!” – ამგვარი კარიკატურული “ბლატაობით” რომ ძალადობენ, ვითომ “ვიღაც ხალხზე”, რომელიც ვითომ-ვითომ მოწინააღმდგეა, ან რამეს წყვეტს და აი, ამათ მოუგვარეს რა, წარბების ქაჩვით…ამით, ერთი მხრივ, თავიანთ ამომრჩეველს უქმნიან ილუზიას, ვითომ რამე ომი მიდის ვინმესთან და დევებს ამარცხებენ სადმე და მეორე მხრივ, თავად მეუფე შიოზე ძალადობენ ამით – “მოლ”, თუ აგირჩიეს, იცოდე, შენ კი არ გაქვს რამე ავტორიტეტი და ფასი, ეს ჩვენ აგაფარეთ წინ ჩვენი სიფათების პლაკატები, ანუ ჩვენი დანიშნული იქნებიო.მთავარი მიზანი კი ის აქვთ, არცერთმა მომდევნო პატრიარქმა აღარ აკრიფოს საკმარისად დიდი ძალა და თავიდანვე ნაღმავენ ტერიტორიას.














კომენტარები