ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ევროსკოპის შეკითხვის პასუხად ნატოს ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს შესახებ გაკეთებულ ჩანაწერს განმარტავს და აცხადებს, რომ საქართველოსთან ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს, თუ საქართველო დაუბრუნდება პროევროპულ გზას.
“ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან. რაც შეეხება ნატო-საქართველოს ურთიერთობას, ვფიქრობთ, რომ ამ ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასევე უნდა გავითვალისწინოთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს უფრო პროევროპულ, მომავალზე ორიენტირებულ გზას. მათ შორის, დაუბრუნდეს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის ტრაექტორიას, სადაც ახლა სერიოზული შეშფოთების მიზეზი არსებობს. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, უნდა ვიმოქმედოთ დიალოგის პრინციპით, უნდა დავიკავოთ პოზიცია, რომელიც უკეთესია ურთიერთობის შესანარჩუნებლად და ამ საკითხების განსახილველად გზები უნდა შევინარჩუნოთ, ვიდრე ვთქვათ, რომ ეს არ მოგვწონს და საბოლოოდ დავასრულოთ ურთიერთობა”, – განაცხადა რუტემ














კომენტარები