• რეკლამა
  • კონტაქტი
10:24, შაბათი, 13 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მშვიდობიანი დამხობა” მარკეტინგული ხრიკი მეგონა… რომ მცოდნოდა, არ მივიდოდი” – პაატა მანჯგალაძე 4 ოქტომბერზე

ალია ავტორი - ალია
19:01 03-26-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
146

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, პაატა მანჯგალაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა:

რაც შეეხება 4 ოქტომბერს, არცერთ ფორმატში, რაც გულისხმობს აქციის ორგანიზებას, მათ შორის მშვიდობიანი აქციის ორგანიზებას, ჩართული არ ვიყავი.

ბატონმა პაატამ [ბურჭულაძე] თქვა, რომ ატარებდა ზე-ეროვნულ კრებას, სადაც ვერ ხედავდა, პოლიტიკური პარტიების და მათი ლიდერების ადგილს. სურვილიც რომ მქონოდა, ამის მერე მე, ვერ ვიქნებოდი აქციის ორგანიზატორი. შესაბამისად, არათუ არ ვყოფილვარ, არამედ არცერთ ჩემს განცხადებაში არ ვთვლიდი თავს ორგანიზატორად. “პალიტრანიუსის” ეთერით ვახსენე, რომ უკვე დაანონსებულ აქციაზე ჩემს თავს რაიმე ფორმით, ორგანიზატორად არ აღვიქვამ – მეთქი.

ბატონი პაატა ბურჭულაძისგან რუსთველზე აქციაზე გავიგე, რომ აპირებდა ეროვნული კრების ჩატარება. მე, როგორც აქტიურ ადამიანს მაინტერესებდა, ბატონი პაატა ხედავდა თუ არა საერთო ოპოზიციურ ხედვას, რა დროსაც მკაცრად თქვა, რომ არ სჭირდებოდა ოპოზიციური პარტიები. ზუსტად მახსოვს ასე მითხრა, რომ აპირებს საერთო ეროვნული კრების ჩატარებას.

ამის შემდგომ ჩემი მხრიდან არც ინიციატივა ყოფილა ჩართულობის შესახებ. ვრჩებოდი გარე მხარდამჭერად. 4 ოქტომბრის აქციის შესახებ არასდროს არცერთ ფორმატში საუბარი არ გვქონია.

მე იურისტი ვარ და კარგად ვცნობ საფრთხეს. მე რომ ასეთი, რამ მცოდნოდა, თხოვნის მიუხედავად არ მივიდოდი იქ. მე ვთვლიდი, რომ ეს ე.წ. მშვიდობიანი დამხობა იყო ერთგვარი მარკეტინგული ხრიკი. ყოველთვის მესმოდა “მშვიდობიანი დამხობა”. ტერმინი “მშვიდობიანი დამხობა” არასდროს გამომიყენებია. “მშვიდობიანი დამხობა” ჩემი აღქმით, გამორიცხავს ყველანაირ ძალადობას. მე ჩავთვალე, რომ ეს არის ხალხის მოსაზიდად გამოყენებული სიტყვა. მე არ აღმიქვია ეს წინადადება დამხობის მოტივაციად.

არც იმ ვიდეოს ჩაწერის შემდგომ მქონია განცდა, რომ რაიმე ფორმით….

მე ასეთი განცდა, რომ რაიმე ხიფათი მელოდა, არ მიგრძვნია, მაგრამ მთავარი საკითხი სხვა რამეშია. ისეთი გამოსვლებია ჩადებული მტკიცებულებად, სადაც ხელისუფლებას ვაკრიტიკებ, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ საქმე გვაქვს არაპროფესიონალიზმთან. არც მე და არც ბატონ პაატას არ გვითქვამს ძალადობაზე რამე. მე განვაცხადე, თურმე, რომ მე ვაორგანიზებ ძალადობრივ დამხობას და საიდან გაჩნდა ეს სიტყვა? ან სიჩქარესთან ან არაპროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved