• რეკლამა
  • კონტაქტი
00:34, პარასკევი, 4 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მილიონობით ლარის სახელმწიფო ქონების მითვისება – დაკავებულია 30 პირი

ალია ავტორი - ალია
15:19 03-26-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
265

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 7 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს 30 პირი. ყველა საქმე სახელმწიფო ქონების მიტაცებას ეხება.

 

„პირველ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტში, მდინარე დიდი ლიახვის კალაპოტში, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, უკანონოდ მოიპოვა 9 163.35 მ³ ქვიშა-ხრეში, რამაც გარემოს 138 050.75 ლარის ზიანი მიაყენა.

მეორე სისხლის სამართლის საქმეზე დადგინდა, რომ იმერეთის რეგიონში ბრალდებულებმა სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტის შენიღბვის მიზნით დაამზადეს 3 443 000 ლარის ღირებულების პროდუქციის შესყიდვის ამსახველი ყალბი დოკუმენტები. ასევე, მდინარე რიონის კალაპოტიდან 1 346 371 მ³ წიაღისეულის უნებართვო მოპოვებით, გარემოს 19 561 423 ლარის ზიანი მიაყენეს.

მესამე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გურჯაანისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში უნებართვოდ მოიპოვეს 144 793 მ³ ქვიშა-ხრეში. დანაშაულის დაფარვის მიზნით გამოყენებული იყო ყალბი საგადასახადო დოკუმენტაცია. გარემოს მიყენებულმა ზიანმა 2 172 502 ლარი შეადგინა.

ჯამში, უკანონოდ მოპოვებულია 1 500 327 მ³ სასარგებლო წიაღისეული, ხოლო გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 21 871 975 ლარი შეადგინა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე, 194-ე, 210-ე, 218-ე და 299-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 12 წლამდე ვადით.

ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილია ჯგუფურად სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების არაერთი ფაქტი. ერთ-ერთ საქმეზე დადგინდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ 8 925 კვ.მ. მიწის ნაკვეთებს, რომლის ღირებულება 1 299 265 ლარს შეადგენს. აღნიშნულ საქმეზე პასუხისგებაში მიეცა 18 პირი.

მეორე სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებულმა მცხეთის მუნიციპალიტეტში, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 5 975 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულებაა 591 525 ლარი.

მესამე სისხლის სამართლის საქმეზე, ახალციხის მუნიციპალიტეტში ბრალდებულებმა საჯარო რეესტრში მცდარი ინფორმაციის წარდგენით, უკანონოდ დაირეგისტრირეს სახელმწიფოს კუთვნილი 25 760 ლარის ღირებულების 644 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

მეოთხე საქმეზე, ბრალდებულმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს კუთვნილი 224 492 ლარის ღირებულების 4 650 კვ.მ. მიწის ნაკვეთები თაღლითურად დაირეგისტრირეს. აღნიშნული ქონების ნაწილი უკვე გასხვისებულია, ხოლო დარჩენილი ნაწილი კვლავ ბრალდებულის ოჯახის საკუთრებაშია.

მთლიანობაში, ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ 20 194 კვ.მ. სახელმწიფო მიწას, რომლის საერთო ღირებულება 2 141 042 ლარს შეადგენს. მიმდინარეობს მიწების სახელმწიფოსთვის დაბრუნების პროცედურები.

აღნიშნულ საქმეებზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

საგამოძიებო სამსახური აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას დანაშაულებრივი სქემების სრულად გამოვლენისა და მასში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით. უწყება მკაცრ რეაგირებას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტისა და გარემოსთვის ზიანის მიყენების ნებისმიერ ფაქტზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში

18:23 09-03-2026
სტომატოლოგიური ლაიფჰაკები
ახალი ამბები

​რატომ არ უნდა გამოვივლოთ წყალი კბილის გახეხვის შემდეგ? – სტომატოლოგიური ლაიფჰაკები

14:54 09-03-2026
სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ახალი ამბები

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

09:00 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved