• რეკლამა
  • კონტაქტი
00:34, პარასკევი, 4 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ესტონეთში არ გამორიცხავენ რუსულ სამხედრო თავდასხმასაც კი” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
23:24 03-25-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
142

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

ბოლო დღეებია ბალტიისპირეთის ირგვლივ ორგანიზებული რუსული საინფორმაციო კამპანია შესამჩნევად გაიზარდა. რუსმა ონლაინ პროპაგანდისტებმა კამპანია წამოიწყეს და ადგილობრივ რუსულენოვან მოსახლეობას დაუმორჩილებლობისაკენ, აჯანყებისაკენ, წინააღმდეგობისაკენ მოუწოდებენ.

რუსული პროპაგანდისტული ქსელი ქმნის ნარატივს “ნარვას სახალხო რესპუბლიკის” შესახებ, რომელსაც რუსეთი “გაათავისუფლებს”.

რუსეთი დიდი ხანია ცდილობს ნარვას მოსახლეობაში საკუთარი მხარდაჭერის გაზრდას და ნაწილობრივ წარმატებითაც ახერხებს ამას. ნარვაში 50 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რომლის უმრავლესობაც რუსებმა 1944 წლის შემდეგ ჩაასახლეს. ადგილობრივი ესტონელები კი ან დახოცეს ან გადაასახლეს. თუმცა ესტონეთის რუსიფიკაციის მცდელობა იმპერიის პერიოდშივე ხდებოდა.

კოლექტიურად მცხოვრები რუსები იშვიათად ინტეგრირდებიან სადმე და იშვიათად სწავლობენ მასპინძელი ქვეყნის სახელმწიფო ენას, მით უფრო ისეთი ქვეყნების შემთხვევაში, რომლებიც ადრე მათ მიერ იყო დაპყრობილი. გამონაკლისი არც ესტონეთის აღმოსავლეთია. სწორედ ამ მოცემულობის გამოყენებას ცდილობს რუსეთი და ცდილობს ნარვაში ფეთქებადი განწყობები შექმნას.

ესტონეთში არ გამორიცხავენ რუსულ სამხედრო თავდასხმასაც კი, თუმცა ამ შემთხვევაში შანსს მინიმალურად აფასებენ. იკითხავთ, ჰიპოთეტურმა თავდასხმამ ხომ შეიძლება ნატოს მეხუთე მუხლის ამოქმედება გამოიწვიოსო და სწორიც იქნებით, მაგრამ რუსეთის მთელი გათვლაც შეიძლება სწორედ ეს იყოს – გაარკვიოს, არის თუ არა ნატო მართლა ქმედუნარიანი ორგანიზაცია და დაიცავს თუ არა ის თავისი წევრების ტერიტორიულ მთლიანობას, თუნდაც უკიდურეს პერიფერიას. და თუ არა, მაშინ ნატო პრაქტიკულად აღარც იარსებებს.

რას კარგავს რუსეთი, თუკი ნატომ ნარვა დაიცვა? დამატებითი სანქციების შიში მოსკოვს მინიმალური აქვს. ამასთან, ნატოს მხრიდან კალინინგრადის დაკავება ან უშუალოდ რუსეთის ტერიტორიის დაბომბვა, სამწუხაროდ, არ განიხილება, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. ალიანსის თავდაცვის კონცეფცია შეტევის მოგერიებაზეა აგებული და არა კონტრშეტევაზე ან მომარაგების ხაზების რუსეთის სიღრმეში განადგურებაზე. შესაბამისად, მაქსიმუმ, რაც რუსეთმა შეიძლება დაკარგოს, ის რამდენიმე ასეული თუ ათასეული დივერსანტი და სამხედროა, რომელსაც ნარვაში ჰიპოთეტური თავდასხმის შემთხვევაში გამოიყენებს. სამაგიეროდ კი გაიგებს მთავარს – ნატო საერთოდ არსებობს თუ არა.

სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარე, ესტონეთში სერიოზულად განიხილავენ ყველა სცენარს. ცხადია, კრემლის მხრიდან რაიმეს განხორციელების შემთხვევაში რუსული მოსახლეობა ბალტიისპირეთს სრულად დატოვებს. მეტიც, პოლიტიკური ტემპერატურის მატების შემთხვევაშიც კი შეიძლება შეექმნათ მათ პრობლემა (მით უფრო რომ უკვე უდგათ რიგი გამოწვევები და დეპორტაციასაც ექვემდებარებიან), მაგრამ რუსეთს ისინი სინამდვილეში არ ადარდებს.

ამ ეტაპზე რუსეთის მხრიდან ნარვაზე თავდასხმის შანსი მართლაც მინიმალურია, მაგრამ რუსული დრონების გააქტიურება და საინფორმაციო კამპანიის წარმოება ყურადღების მიღმა არავის გამორჩენია.

ომის არიდების საუკეთესო შანსი თავად ომისათვის მომზადებაა (Si vis pacem, para bellum). ესტონეთი ამას აქტიურად ახორციელებს. რეგიონში იმყოფება გერმანული ბრიგადაც, ხოლო ფინეთი ესტონეთის დასაცავად მზადაა. და თუ ნატოს მხრიდანაც გაიგზავნება არაორაზროვანი და ძალისმიერი სიგნალები, მაშინ რუსეთის მხრიდან აგრესიის შანსები კიდევ უფრო შემცირდება.

მაგრამ ამ ყველაფრიდან ორი რამ მაინც რეალობად რჩება: 1. დიდი რაოდენობით არაინტეგრირებული რუსული მოსახლეობის ქვეყნის ერთ წერტილში ბაზირება საშიშია; 2. რუსეთის ამბიცია ცდება მხოლოდ უკრაინას და მას სინამდვილეში ძალიან შორს მიმავალი სურვილები აქვს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში

18:23 09-03-2026
სტომატოლოგიური ლაიფჰაკები
ახალი ამბები

​რატომ არ უნდა გამოვივლოთ წყალი კბილის გახეხვის შემდეგ? – სტომატოლოგიური ლაიფჰაკები

14:54 09-03-2026
სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ახალი ამბები

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

09:00 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved