• რეკლამა
  • კონტაქტი
19:57, ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მეუფე შიოს ქადაგება სიონში

ალია ავტორი - ალია
16:07 03-25-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
89

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სიონის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა:

“ასეთი ავტოკეფალიადაკარგული ეკელსია და დაობებული განაგრძობდა თავის ცხოვრებას 106 წლის განმავლობაშ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქართველი პატრიოტები არ წყვეტდნენ ბრძოლას ავტოკეფალიის აღდგენისთვის. რატომ იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები ასეთი შემართებით ჯერ ავტოკეფალიის მოპოვებისთვის, შემდეგ კი აღდგენისთვის. იმიტომ, რომ ავტოკეფალიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ერის სულიერ ცხოვრებაში. ავტოკეფალიის პირობებში ადგილობრივი ეკლესია სრულად იღებს პასუხისმგებლობას თავისი სამწყსოს სულიერ განათლებაზე. ჩვენმა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დააგვირგვინა ჩვენი წინაპრების შრომა და ბრძოლა ავტოკეფალიის მოპოვებისთვის. დიდი მოწიწებით და მადლიერებით ვართ გამსჭვალულნი ჩვენი წმინდა პატრიარქებისადმ, წინაპრებისადმი, რომლებიც არ შეეგუვნენ ავტოკეფალიის დაკარგვას, არამედ თავიანთი თავგანწირვით, შრომით, დიდი ღვაწლის ფასად, კვლავ დაუბრუნეს და აღუდგინეს ძველად არსებული ისტორიული ავტოკეფალია ჩვენს ქვეყანას და ეკლესიას.

ჩვენ მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა. მთელი საქართველო ფეხზე ადგა და დაიძრა მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ნეშტისკენ თაყვანისცემის, მადლიერების, სიყვარულის გამოსახატავად. საოცარი ერთიანობა, საოცარი სიყვარული ღვთისადმი, პირადად მისდამი, მაგრამ მასში ხომ ეკლესიას, ღმერთს განადიდებს ჩვენი ერი და ღმერთს მადლობას უხდის. ვიმეორებ, ეს გამოვლენილი სიყვარული და ერთიანობა ჩვენ გვაძლევს დიდ სულიერ ძალას, დიდ ნუგეშს, რომ გადაგვეტანა ეს ურთულესი დღეები და დიდ იმედს, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ჩვენ ღვთის შეწევნით შევძლებთ შევინარჩუნოთ ის დიდი ღირებულებები, რაც ჩვენამდე მოიტანეს ჩვენმა დიდმა პატრიარქებმა, წინაპრებმა და მათ შორის, რაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილიამ გვიანდერძა – ეს არის ჭეშმარიტი რწმენა ღვთისა, ერთგულება სამშობლოსი და სიყვარული ადამიანისა. თუ ჩვენ ამას შევინარჩუნებთ, თუ ჩვენ ამისთვის ვიბრძოლებთ და ვიშრომებთ, უფალი აუცილებლად შეგვეწევა ჩვენ და შეგვაძლებინებს, როგორც ჩვენი საეკლესიო ავტოკეფალიის შენარჩუნებას, ასევე ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს, მოიხსენოს, შეიწყალოს და აცხონოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის უკვდავი სული. ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს საქართველო“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved