სამოქალაქო აქტივისტი ლაშა კაცია დააკავეს – როგორც მისი ძმა, ჟურნალისტი ნიკა კაცია სოციალურ ქსელში წერს. მოსამართლემ ლაშა კაციას ადმინისტრაციული სამართალწარმოების საქმეზე 4 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
ნიკა კაციას ინფორმაციით, ლაშა კაცია ზესტაფონის იზოლატორში გადაჰყავთ.
დაიჭირეს Lasha Katsia, ანუ, შემოსული არ ვიყავით სასამართლოში, ისე გამოაცხადა ქვია ამას რაც მოხდა?- წერს ნიკა კაცია.
სასამართლო პროცესის შემდეგ ნიკა კაციამ “პირველებთანაც” ისაუბრა.
რას ედავებოდნენ ამასთან დაკაშირებით არ ვსვამ კითხვას, იმიტომ, რომ ძირითადად ყველას უკვე ასე უსამართლოდ აკავებენ. ეს გრძელდება დიდი ხანია და მას შემდეგ რაც 4 შვილის დედას მიუსაჯეს 1 წელი და 6 თვე ნამდვილად არაფერი არ მაქვს სათქმელი. ჩემი პირადი ისტორიის და დანარჩენი რეჟიმის ტყვეების ისტორიის მერეც ნამდვილად არაფერი არ მაქვს სათქმელი. თან წაიყვანეს ზესტაფონში. გაწვალებენ, რომ ვერ წახვიდე ზესტაფონში. ვერ მიუტანო პირადი საჭროების ნივთები”, – ამბობს ნიკა კაცია.














კომენტარები