შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონო შეძენა – შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქეები: 1992 წელს დაბადებული ი.ი. და 1985 წელს დაბადებული ლ.ი. დააკავეს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი სახლისა და სხვადასხვა ადგილიდან სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 108 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი” ნივთმტკიცებად ამოიღეს.
“პოლიციის მიერ , ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.














კომენტარები