• რეკლამა
  • კონტაქტი
02:48, პარასკევი, 4 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ხოშტარიას მიმართ ნეგატიურად ვარ განწყობილი, თუმცა ჩემი დამოკიდებულება ერთია და სამართლიანობა მეორე” – ზვიად ტომარაძე

ალია ავტორი - ალია
17:01 03-24-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
214

,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე;

,,როგორც ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობის, ასევე ელენე ხოშტარიას მიმართ ნეგატიურად ვარ განწყობილი, თუმცა ჩემი დამოკიდებულება ერთია და სამართლიანობა მეორე, მიუღებელია საარჩევნო ბანერზე წარწერის გამო ადამიანს 1,6 წელი ციხე მიუსაჯო.

მზია ამაღლობლის გამოცემას ჩემი საკანონმდებლო საქმიანობის დროს ალბათ უარყოფითად თუ დაუწერია რამე, მიუხედავად ამისა, სამართლოანობა მოითხოვს აღვნიშნო, რომ მიუღებელია პოლიციელზე სილის გაწვნის გამო ქალს 2 წელი ციხე მისაჯო. რა თქმა უნდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვისაც მოესურვება პოლიციელს ფიზიკურად გაუსწორდეს, მაგრამ სასჯელი დანაშაულის ადეკვატური უნდა იყოს და ამ შემთხვევაში საკმარისი იქნებოდა რამდენიმე ათასლარიანი ჯარიმა, 15 დღიანი პატიმრობით.

ვისაც კოვიდის დროს ჩემს მიერ ჩატარებული 14 აქცია გახსოვთ, იცით რომ არცერთი ინციდენტი ან დაპირისპირება არ მომხდარა და შესაბამისად, ვერ მომეწონებოდა პოლიციის მისამართით ნასროლი პიროტექნიკა და ქვები, თუმცა აქაც სამართლიანობის გათვალისწინებით, თუ ამ აქციების დროს დამნაშავე ახალგაზრდებს აპატიმრებ, მაშინ ის “სამართლადმცავებიც” უნდა დააკავო, რომლებიც ხალხს წიხლებით შესდგნენ და ქუჩა–ქუჩა სდიეს… ისიც გასათვალისწინებელია, რომ დაკავებული ახალგაზრდების უმრავლესობას ვერც ბრალი დაუმტკიცეს და ვერც მოწმეებმა ამოიცნეს…

სადღა გვაქვს სახელმწიფო, მაგრამ თუ გვინდა რომ გვქონდეს, უპირველესი ფუნდამენტი სამართალია და არა საკუთარი ვიწრო გადმოსახედიდან მოწონება–არ მოწონებით გამოვიტანოთ განაჩენი…

P. S. რა თქმა უნდა ამ სტატუსს კოვიდის დროს რომ ამბობდნენ “აბა ვირუსი არ არსებობს” მსგავსი ცალფაზიანი ხალხი ვერ გაიგებს და მუდამ სადღაც ქულების ჩაწერაზე რომ არიან მომართულნი – არ გაიგებენ… თუმცა როგორც პიკასო იტყოდა: მე ქათმებისთვის არ ვხატავო…”

თეგები: ზვიად ტომარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში

18:23 09-03-2026
სტომატოლოგიური ლაიფჰაკები
ახალი ამბები

​რატომ არ უნდა გამოვივლოთ წყალი კბილის გახეხვის შემდეგ? – სტომატოლოგიური ლაიფჰაკები

14:54 09-03-2026
სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ახალი ამბები

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

09:00 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved