• რეკლამა
  • კონტაქტი
02:48, პარასკევი, 4 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, რაც შეეხება ჩემს მთავარ სათქმელს” – ალეკო ელისაშვილის წერილი ციხიდან

ალია ავტორი - ალია
16:03 03-24-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
110

ალეკო ელისაშვილი ციხიდან წერილს აგზავნის:

,,პირველ რიგში ყველას მოგესალმებით! ამ სტატუსს ისევ პატრიარქისადმი დიდი სიყვარულით და სამძიმრით დავიწყებ. ღმერთმა გაანათლოს მისი დიდებული სული. მჯერა იქ, მაღლა საქართველოში ილოცებს აქაური საქართველოს დამშვიდებასა და წინსვლაზე.

რაც შეეხება ჩემს მთავარ სათქმელს, მეოთხე თვეა ტერორიზმის ბრალით ვზივარ ყველაზე მკაცრ ციხეში, 15 წლიანი სასჯელი მემუქრება, მაგრამ ბრალზეც და სასჯელზეც მეღიმება, თუმცა ეგ ცალკე ამბავია. რასაც თვალს ვადევნებ, ვხედავ რომ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის უმძიმესმა დასკვნამ და განსაკუთრებით რეკომენდაციებმა ამათ, ამ მავნებლებს ძალიან მოუჭირათ. ოცნების ხალხს მოხარშულებს ვიცნობ და ზუსტად ვგრძნობ რომ მოუწევთ პოლიტიკური და სინდისის პატიმრების გათავისუფლება. „გვაჩვენეთ სიები“-ო გაიძახიან დღე და ღამ, რაც ნიშნავს რომ აშკარად თავისი სია მზად აქვთ, მაგრამ თითოეულ პატიმარზე ვაჭრობას აპირებენ. ჩემს გვარსაც ახსენებენ და ამბობენ ეს ტერორისტი როგორ არის პოლიტპატიმარიო. ჩემი გვარის ტრიალი სხვების გათავისუფლების პროცესის გაწელვის და დაზიანებისთვის სჭირდებათ. მე მინდა კოვზი ნაცარში ჩავუგდო და ვთქვა ხმამაღლა – მე, ალეკო ელისაშვილი უარს ვამბობ ჩემი სახელის და გვარის გასათავისუფლებელი პატიმრების სიაში ჩაწერაზე. მოვუწოდებ ყველას – ქართველს, თუ უცხოელს არ განმიხილოთ პოლიტიკური პატიმრების არანაირ სიაში.

მინდა ტყუილუბრალოდ დატყვევებული ადამიანების გათავისუფლების პროცესს ხელი შევუწყო. ესაა ჩემი პრინციპული პოზიცია! ღმერთია მოწმე მე არც ჯარისთვის ლუკმა მომიპარავს, არც ოქროს ზოდები უპოვნიათ ჩემს სახლში და არც საყაჩაღოდ შევსულვარ არსად. საქართველოს სიყვარულისთვის და უსამართლობასთან ბრძოლის გამო ვზივარ ციხეში. ეს პატივია დ არა სასჯელი.

მე ჩემს საკანში უდიდესი კმაყოფილებით ვნახავ პოლიტიკური და სინდისის პატიმრების გათავისუფლების კადრებს და იმ ურემს დაველოდები, რომელიც აუცილებლად ჩამოაგორებს ჩემ წილ სამართალს. ასე რომ შეხვედრამდე.

 

პატივისცემით ალეკო, მე-6 მაღალი რისკის საპყრობილე. 25-ე საკანი.

24.03.2026“

თეგები: ალეკო ელისაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში

18:23 09-03-2026
სტომატოლოგიური ლაიფჰაკები
ახალი ამბები

​რატომ არ უნდა გამოვივლოთ წყალი კბილის გახეხვის შემდეგ? – სტომატოლოგიური ლაიფჰაკები

14:54 09-03-2026
სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ახალი ამბები

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

09:00 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved