~მეუფე შიო სიონის საკათედრო ტაძარში მივიდა. მასთან ერთად ტაძარში, სადაც გუშინ ილია მეორე დაკრძალეს, სხვა სასულიერო პირებიც მოვიდნენ. ისინი პატრიარქისთვის პანაშვიდს გადაიხდიან.
თბილისში გუშინ ილია II-ის სამგლოვიარო მსვლელობა გაიმართა — პატრიარქის ცხედარი სამებიდან სიონის ტაძრამდე გალობისა და ტაშის ფონზე გადაასვენეს.
მსვლელობას მოქალაქეები თეთრი ვარდებითა და სანთლებით ხელში აცილებდნენ, მათ შორის იყვნენ პატრიარქის ნათლულებიც.
„მადლობა, პატრიარქო“ – ამ სიტყვებით ემშვიდობებოდა ხალხი სულიერ ლიდერს, რომელმაც ნახევარი საუკუნე ქართული ეკლესია მართა.
დღეს დილიდან სიონის საკათედრო ტაძარში მოქალაქეები ისევ მიდიან, რათა პატივი მიაგონ ილია მეორეს.














კომენტარები