• რეკლამა
  • კონტაქტი
00:25, ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ხომ გითხარი, ირაკლი… ირაკლები სამართლიანები ვართო, თქვა და გაიცინა” – ირაკლი ჟვანიას მოგონება პატრიარქზე

ალია ავტორი - ალია
22:22 03-20-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,237

ფიტნეს-ინსტრუქტორი, ბლიგერი ირაკლი ჟვანია პატრიარქის შესახებ იხსენებს:

,,ვინც არ იცით, სასულიერო სემინარია მაქვს დამთავრებული და მინდა, გაგიზიაროთ ჩემი და პატრიარქის შეხვედრის ამბავი.
მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი. პარალელურად, ლია სალაყაიასთან ვგალობდი ეს ადამიანი ცალკე ეპოქა იყო; აუცილებლად მოგიყვებით მის შესახებაც. მაგრამ ახლა უწმინდესის თემას დავუბრუნდეთ.

ყველაფერი კარგად მიდიოდა, თითქოს სწორ გზაზე ვიდექი.
მაგრამ ერთ დღეს ჩვენს ოჯახში მეხის გავარდნასავით შემოიჭრა მძიმე განსაცდელი ბებიაჩემს სიმსივნე დაუდგინდა.
ბებია… ადამიანი, რომელმაც ობლობაში გამზარდა.
ის იყო ჩემი ყველაფერი და, ფაქტობრივად, არც მას ჰყავდა ვინმე ჩემს გარდა.
ალბათ კარგად იცით, ეს ვერაგი დაავადება რამდენს მოითხოვს დროს, ენერგიას, ფინანსებს, შინაგან ძალას…
ამ ყველაფრის ტარება მთლიანად ჩემს მხრებზე მომიწია.

მე დამყავდა ექიმებთან.
მე ვუვლიდი.
მე ვბანდი.

ნელ-ნელა ამ ყველაფერმა მთლიანად მომწყვიტა ჩვეულებრივ ცხოვრებას სწავლას, გარემოს, ყოველდღიურობას. შედეგად, სემინარიაში გაცდენები დამიგროვდა.

ერთ დღეს დამიბარეს.
მითხრეს, რომ ასე სწავლას ვეღარ გავაგრძელებდი ამდენ გაცდენას ვერ მაპატიებდნენ.

უფრო „გასაუბრებას“ კი არა, საქმის გარჩევას ჰგავდა მათი დამოკიდებულება გამოხატვის ფორმებიც აგდებული, ცინიკური და ცოტა „მოძველბიჭო“ ელემენტებით გაჯერებული.

არც მომისმინეს.
არც სცადეს რეალური მიზეზის გარკვევა.

მივიტანე ბებიას სამედიცინო კვლევები, პასუხები მინდოდა ამეხსნა, რატომ არ დავდიოდი.
მაგრამ არც კი შეხედეს.
საბუთები ხელში დამრჩა… და ფაქტობრივად, კარიდან გამომაბრუნეს.
არ მიყვარს სხვისი შეწუხება.
არასოდეს ვცდილობ ვინმეს გავლენების გამოყენებას.
მაგრამ ამჯერად მომიწია.

ერთმა ახლობელმა, რომელიც საპატრიარქოში მაღალ თანამდებობაზე მუშაობს, ეს ამბავი პატრიარქამდე მიიტანა.
მესამე დღეს დამიბარეს.
მიმღებში რომ ავედი, იმ სამ მოძღვრიდან ორი იქვე დამხვდა. სავარაუდოდ სხვა საქმეზე იყვნენ მოსულები
რომ დამინახეს აშკარად დაიბნენ.
მაგრამ ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ მე პატრიარქთან ვიყავი დაბარებული.
დადგა ჩემი შესვლის დრო.
პატრიარქი ისე შემხვდა, თითქოს წლებია მიცნობდა.
თურმე ყველაფერი იცოდა ჩემზე ობლობაში გაზრდილი რომ ვიყავი, რა გზა მქონდა გავლილი…
მომეფერა.
მესაუბრა ჩემს ცხოვრებაზე, ჩემს წარსულზე.
ისე გამიტაცა ამ საუბარმა, რომ საერთოდ დამავიწყდა, რატომ ვიყავი იქ მისული.
თავად შემახსენა.
და მითხრა:

-ირაკლი, შენ ძალიან ლამაზი სახელი გქვია… მაგრამ ერთი მინუსი გვაქვს ირაკლებსო…

პაუზა გააკეთა… მსუბუქად გაეღიმა, თითქოს რაღაც კარგად ნაცნობი თვისება გაახსენდა.

შემდეგ კი გააგრძელა:

– ძალიან ემოციურები და ძალიან სამართლიანები ვართ…
ახლა მითხარი რა მოხდაო?

მოვუყევი ყველაფერი.

როცა მოისმინა, რომ ასეთი მიზეზის მიუხედავად მაინც გამრიცხეს, ხასიათი უცებ შეეცვალა.
მის ხმაში სიმკაცრეც იგრძნობოდა, თუმცა ეს სიმკაცრე მოზომილი და კონტროლირებადი იყო როგორც მას სჩვეოდა.

– ირაკლი, ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება?

მიუხედავად შინაგანი დაძაბულობისა, სიმშვიდე შევინარჩუნე და ვუთხარი:

– თქვენო უწმინდესობავ, ყველაფერს გიყვებით და ყველა კითხვაზე გპასუხობთ…
მაგრამ გთხოვთ, ნუ მთხოვთ იმ მოძღვრების დასახელებას, ვისაც ჩემი გარიცხვა მოუწია. მათიც მესმის მეთქი…

არასოდეს დამავიწყდება მისი მზერა.
სახე გაუნათდა.
თვალებში სითბო და სიხარული ჩაუდგა.

-ხომ გითხარი, ირაკლი… ირაკლები სამართლიანები ვართო, თქვა და გაიცინა.

უზომოდ გაუხარდა, რომ არ დავასახელე. იმდენად კეთილი იყო, ალბათ მათთვის საყვედურის თქმაც კი გაუჭირდებოდა. თუმცა იმასაც ვფიქრობ ჩემზე უკეთ იცოდა მათი სახელები და გვარები; უბრალოდ გაუხარდა, რომ მე არ დავასმინე ისინი.

-მადლობა შენს ბებიას, რომ სწორად გაგზარდა და სიკეთის მარცვალი ჩადო შენში.

დაგვლოცა მეც და ბებიაც.
და ზუსტად 10 წუთში…
სემინარიის მეორე კურსზე აღმადგინა.
ეს იყო ადამიანი, რომელიც მთელ ქვეყანას ისე უყურებდა, როგორც საკუთარ ოჯახს.
უბრალოდ ჩვენ ბევრი ვიყავით…
და ის ერთი იყო.

ღმერთო, ნათელში ამყოფე მისი სული,
გაუხსენი სასუფევლის წმინდა კარი და დაამკვიდრე მარადიულ სიმშვიდეში.
ღმერთმა აცხონოს მისი სული.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 10-20-2026
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია
ახალი ამბები

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია

17:19 10-19-2026
თიბისი ემიგრანტებისთვის –
ახალი ამბები

თიბისი ემიგრანტებისთვის –

14:03 10-19-2026
თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

20:25 10-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved