მსოფლიო ბედნიერების 2026 წლის ინდექსის მიხედვით საქართველო 147 ქვეყანას შორის 91-ე ადგილზეა.
ანგარიში Gallup-ის, ოქსფორდის კეთილდღეობის კვლევითი ცენტრისა და გაეროს მდგრადი განვითარების ქსელის მიერ არის მომზადებული და ის 3-წლიან საშუალო მაჩვენებელს მოიცავს. ანგარიში აჯამებს თუ როგორ აფასებენ მოქალაქეები საკუთარ ცხოვრებას ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა მშპ, სოციალური მხარდაჭერა, სიცოცხლის ხანგრძლივობა, თავისუფლების აღქმა, კეთილდღეობა და კორუფცია. საქართველოს ადგილი ბოლო სამი წლის მანძილზე უცვლელია. საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან, რუსეთი 79-ე ადგილზეა, სომხეთი 89-ე, თურქეთი 94-ე და აზერბაიჯანი 102-ე.














კომენტარები