დღეს 40 დღე გავიდა ყოფილი ფეხბურთელის, ბექა გოცირიძის გარდაცვალებიდან.
მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ სუფრასთან გადაღებულ ფოტოს წარწერით: “#რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს, სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!”
ვრცელდება ასევე ვიდეოც, სადაც, სუფრასთან მყოფი ბერა ივანიშვილი, მიკროფონით ხელში ამბობს სიტყვას:
“უერთგულესი და უანგარო ძმა იყო ბექა და მადლობას გიხდით ამისთვის და როგორც ბექას ძმაკაცებს, საძმაკაცობს, შეგვიძლია ნუგეში იმაში ვიპოვოთ რომ თქვენ დაგიდგეთ გვერდში და რაც შეგვიძლია იმით მოგეფეროთ და დაგაფასოთ. გაიხარეთ და დღეგრძელი ყოფილიყავით”















კომენტარები