ცოტა ხნის წინ, საქართველოს კათოლიკოსის, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდზე სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლები მივიდენენ. მედიკოსები პატრიარქს ემშვიდობებიან.
სამების საკათედრო ტაძარში ასევე მივიდნენ მოსამართლეებიც.
მეორე დღეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში გუშინ დაასვენეს.
ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.














კომენტარები