• რეკლამა
  • კონტაქტი
18:04, ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსმა ჟურნალისტებმა პირობა არ შეასრულეს და პატრიარქის ინტერვიუს ეს ნაწილი ამოჭრეს!” – ზვიად ტომარაძე

ალია ავტორი - ალია
17:33 03-18-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11,405

ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:

ეს ფოტო 2015 წლის აპრილშია გადაღებული… საქართველოში რუსი ჟურნალისტები ჩამოდიოდნენ და ახლობელმა თბილისში მათი დახმარება მთხოვა. ქართული სტუმარ-მასპინძლობის ამბავში, წავიყვანე მცხეთაში, მთაწმინდაზე, ცხადია გავასინჯე საუკეთესო ქართული კერძები… გამგზავრებამდე მთხოვეს ინტერვიუ პატრიარქთან… დავრეკე საპატრიარქოში და ავუხსენი სტუმრების თხოვნა… მითხრეს რომ თუ პატრიარქის ინტერვიუს არ ამოჭრიდნენ, ინტერვიუზე უარს არ მეტყოდნენ. რუს ჟურნალისტებს პირობა ჩამოვართვი და საპატრიარქოში წავედით…
პატრიარქმა ინტერვიუს დასაწყისში თქვა, რომ სანამ რუსეთი აფხაზეთს და სამაჩაბლოს არ დააბრუნებს, მანამდე ჩვენს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობა ვერ აღდგებაო! ამის შემდეგ ისაუბრა, რომ ჩვენ ერთმორწმუნე ერები ვართ, საერთო წარსული გვაქვს ფაშიზმთან ბრძოლაში და კეთილმეზობლური ურთიერთობა აუცილებლაც უნდა აღდგეს…
ინტერვიუს შემდეგ ჟურნალისტები აეროპორტში გავაცილე…
რუსმა ჟურნალისტებმა პირობა არ შეასრულეს და პატრიარქის ინტერვიუს დასაწყისი, სადაც აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე იყო საუბარი, ამოჭრეს!
მომენტალურად, ქართულ ფეისბუკ სივრცეში გავრცელდა პატრიარქის ინტერვიუს დამახინჯებული “რუსული ვერსია” და პატრიარქს ვიდეოს კომენტარებში ლანძღავდნენ პრორუსულობის გამო… მაშინვე ამ საკითხზე დავწერე სტატუსი და ვთქვი სიმართლე, თუმცა ჩემი სტატუსი მხოლოდ რამდენიმე სააგენტომ დადო და მალევე ჩემი სტატუსის ვერსია ყველა სააგენტოზე წაიშალა…
საქართველომ დაკარგა უნიჭიერესი დიპლომატი და უდიდესი ავტორიტეტის მქონე ადამიანი. ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ სამწყსოს!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved