• რეკლამა
  • კონტაქტი
18:11, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ანდერძი არაა, რაც უკვე სიცოცხლეშივე თქვა?” – მეუფე ანტონი

ალია ავტორი - ალია
14:58 03-18-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,587

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი საპატრიარქოში მივიდა, სადაც, სინოდის სხდომის დაწყებამდე, მედიასთან თქვა:

მთელმა საქართველომ ხომ დაინახეთ, რამდენ ადამიანს უყვარს და როგორ ეტკინა საქართველოს. რას არ ამბობდნენ არა საპატრიარქოზე, რას არ ამბობდნენ პატრიარქზე, მაგრამ ხომ დაინახეთ ეს სიყვარული. ამას ხომ დამსახურება უნდა მთელი ცხოვრება. დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები, რომლებიც განიკითხავდნენ, ამ დროს რაღაცას მაინც გრძნობდნენ. არ შეიძლება, რომ არ ეგრძნოთ. ეს არის ეპოქის კაცი, მთელი ეპოქაა პატრიარქი. ეს ეპოქა, იცით როგორი იყო? – არ ყოფილა რაიმე, რაც მასზე არ გადასულიყო. ყველაფერმა გადაიარა მის თავზე და მის მხრებზე. ისეა თუ ასეა, ღირსეულად იმიტომ, რომ აიტანა. ამდენ ხალხს უყვარდე… იცით, რას ვფიქრობდი? კიდევ თუ უყვარდათ ვინმე ასე? რა თქმა უნდა, უყვარდათ ილია ჭავჭავაძე. მერე, ჩემს გონებაში ისიც გავიფიქრე, რომ კომუნიკაციის ამდენი საშუალება ყოფილიყო, შეიძლება უფრო გამოხატული ყოფილიყო. ახლა ისიც დაერთო, რომ კომუნიკაციის ამდენი საშუალებაა – ტელევიზია, სოციალური ქსელები.

არა მარტო საქართველოსი, არამედ სხვა არხებიც ვნახე და თითქმის ყველა აღნიშნავს მის ღვაწლს და მის მოღვაწეობას.

არავითარი გამოცდილება ჩვენ არ გვაქვს ახლა ასეთი ვითარებების. იმიტომ ვიკრიბებით, რომ რაღაც აზრი ერთობლივად მივიღოთ. [უცხოეთიდან ბევრ სტუმარს] ველოდებით, რა თქმა უნდა. ჩვენც რომ არ დავუძახოთ, თავისი გადაწყვეტილებით, რა თქმა უნდა, [ჩამოვლენ]. არა მარტო მართლმადიდებელი სამყაროდან, არამედ მე ვფიქრობ, ყველა კონფესიიდან იქნებიან ადამიანები.

ანდერძი არაა, როდესაც უკვე სიცოცხლეშივე თქვა? ანდერძი არაა? როგორ ფიქრობთ, თქვა ერთი და გააკეთა მეორე? ეს იყო გამოხატული მისი ნება. მე არ ვფიქრობ, რომ ანდერძში სხვა იქნებოდა. ვინ აიძულებდა? [დაკრძალვის ადგილი] შეიძლება ეწეროს. მე თუ მკითხავენ, ვფიქრობ, რომ სამება მისი სახეა. უწმინდესის სახეა სამება. თუ კი იქნება ასეთი, ჩემი წინადადება იქნება, რომ სამებაში [დაკრძალონ]“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved