საპატრიარქოსთან, სინოდის სხდომის დაწყებამდე ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა, მეუფე მიქაელმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა:
„ეგ არის იდუმალი და რომ გაცხადდება მერე გამოჩნდება. [ანდერძი] რასაკვირველია არსებობს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით. გაიხსნება და ყველას ეცოდინება.
გაიხსნება თუ არა ამ სინოდის სხდომაზე ანდერძი? – არის შეკითხვა, რომელზეც შემიძლია გიპასუხოთ, არის შეკითხვა, რომელსაც ყველანი უნდა დაველოდოთ. მეც კი არ ვიცი. იმიტომ რომ ყველაფერი რომ ვიცოდე, მაშინ აბა რა იქნებოდა. ღმერთმა რაც იცის, მერე ვიცით ხოლმე ჩვენ, თუ გვაუწყებს“
დღეს უწმინდესის და უნეტარესის, საქართველოს პატრიარქის საპატრიარქოდან სამების ტაძარში გადასვენება მოხდება.
როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ფეხით მსვლელობა 16.00 სთ-ზე დაიწყება.














კომენტარები