სასულიერო პირების განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის ცხედარი საპატრიარქოს შენობაში გადაასვენეს.
საათზე მეტია, სასულიერო პირები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საპატრიარქოს შენობაში იკრიბებიან. შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე კი, მოქალაქეები არიან შეკრებილები.
როგორც ცნობილია, პატრიარქს ხვალ სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ.
ამის შესახებ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.














კომენტარები