• რეკლამა
  • კონტაქტი
17:32, ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უკრაინის ეკლესიამ საქართველოს ეკლესიას მიუსამძიმრა – წერილი

ალია ავტორი - ალია
01:22 03-18-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
108

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ (კიევის საპატრიარქო) საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალება მიუსამძიმრა.

განცხადება კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ გამოაქვეყნა.

“მწუხარებითა და თანაგრძნობით მივიღე ცნობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მარადისობაში გარდასვლის შესახებ – ის იყო სულიერი ლიდერი, რომლის ცხოვრება მიძღვნილი იყო ღმერთის, ეკლესიისა და ქართველი ხალხის მსახურებისთვის.

მისი მრავალწლიანი საპატრიარქო მსახურების განმავლობაში იგი რჩებოდა სულიერ ორიენტირად მრავალი მორწმუნისთვის, ძალისხმევას არ იშურებდა რწმენის განმტკიცების, ქრისტიანული ტრადიციების შენარჩუნებისა და საზოგადოების სულიერი აღდგენისათვის სახელმწიფო ათეიზმის წლების შემდეგ.

ჩვენთვის ასევე დასამახსოვრებელია ისიც, რომ მან მხარდაჭერა გამოხატა უკრაინისადმი რომელიც რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიან შეჭრას განიცდის.

პატრიარქ ილია II-ის პიროვნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის. მისი მსახურება შთააგონებდა მრავალ ადამიანს, ეხმარებოდა მათ განსაცდელების გადალახვასა და იმედის შენარჩუნებაში ყველაზე რთულ დროსაც კი, განსაკუთრებით, რუს დამპყრობელთა მიერ წამოწყებული ომების პერიოდში.

გულითადად ვუსამძიმრებ ეპისკოპატს, სამღვდელოებასა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მორწმუნეს, რომლებმაც თავიანთი წინამძღვარი დაკარგეს, ასევე ქართველ ერს, რომლისთვისაც ის არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ ნამდვილი სულიერი მამა იყო.

ვლოცულობთ, რათა ჩვენმა ზეციურმა მამამ თავისი მსახური ზეციურ სამყოფელში მიიღოს.

დაე, ნათელში ამყოფოს უფალმა ახლად გარდაცვლილ კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის სული თავის სამეფოში, ხოლო ყველას, ვინც მის დანაკარგს გლოვობს, ნუგეში, მშვიდობა და სულიერი ძალა მიანიჭოს. მისი მარადიული და ნათელი ხსოვნა იყოს!” – წერს მიტროპოლიტი ეპიფანე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved