“კავკასიის მედიცინის ცენტრის” დირექტორმა, სოფო ასპანძემ პატრიაქრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრისას განაცხადა.
სასიცოცხლოდ საჭიროება იყო პროცედურების, მათ შორის გასტროსკოპიის ჩატარების. ახლა რა თქმა უნდა სიტუაცია მართულია, თუმცა ამას მედიცინაში კრიტიკულად მძიმე კატეგორია ეწოდება. მაქსიმალურად ჰემოდინამიკის კორეგირება მიმდინარეობს, ეს ხდება მედიკამენტების ფონზე კვლავ. დამოკიდებულია თვითონ პატრიარქის ორგანიზმზე, თუ რის საშუალებას მოგვცემს, ამიტომ ხდება ყველა ანალიზის და პარამეტრის კონტროლი საათობრივად და მხოლოდ მას შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ ამაზე, როდესაც ჰემოდინამიკური პარამეტრები იქნება დამოუკიდებლად, მედიკამენტების გარეშე დაჭერილი.














კომენტარები