სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
ისინი წუხილს გამოხატავენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.
გამოვხატავ პატივისცემას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართ და ვწუხვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. ამ რთულ დროს ვუსურვებთ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას, მხნეობასა და სიმტკიცეს. მისი მრავალწლიანი საქმიანობა — რელიგიათშორისი ურთიერთპატივისცემის, მშვიდობისა და საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების საქმეში -უმნიშვნელოვანესია“, – ნათქვამია მუსლიმთა სამმართველოს განცხადებაში.














კომენტარები