ესტონელებს ყოველთვის ძალიან აღელვებდათ ქართველი ხალხის მომავალი. ჩვენ ყველა დონეზე ძალიან ვუჭერდით მხარს, რათა ქართველ ხალხს მიეღო ის, რაც სურდა – ევროკავშირში გაწევრიანება, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.
ცაჰკნას თქმით, დღეს ამაზე აღარც კი საუბრობენ.
„ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, ვსაუბრობთ გადარჩენის გზებზე, ამიტომ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოში მიმდინარე მოვლენებით“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ.














კომენტარები