ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აჭარის ყოფილი მმათველი, თორნიკე რიჟვაძე თავს კარგად გრძნობს.
“დიახ, მე მაქვს თორნიკესთან დაკავშირებით ინფორმაცია, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს გვაინტერესებს ყველას და შესაბამისად, ვკითხულობთ მასთან დაკავშირებით ინფორმაციას. თორნიკე არის კარგად, მადლობა ღმერთს, ის არის კარგად… ძალიან სამწუხარო მოვლენა იყო და მადლობა ღმერთს, რომ თორნიკე გადარჩა და არის ჯანმრთელად და კარგად” – განაცხადა კობახიძემ.
პროკურატურის ვერსიით თორნიკე რიჟვაძემ 7 ივლისს, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში, თვითმკვლელობა ალექსი ახვლედიანის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით მიიყანა.
საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის კოდექსით 115-ე მუხლით არის აღძრული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი სსკ-ის 238-ე მუხლით დააკავეს, მოგვიანებით კი 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.














კომენტარები