• რეკლამა
  • კონტაქტი
18:42, სამშაბათი, 4 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კანდიდატი ქვეყნისთვის, რომელიც EU-სკენ მიიწევს, პოლიტიკური პატიმრების არსებობა შეუთავსებელია – იუკნევიჩიანე

ალია ავტორი - ალია
17:39 03-11-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
202

ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ განაცხადა:

,,ჩვენ გვაქვს ეს ინსტრუმენტი ევროპის პარლამენტში, რომ როდესაც  ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევას ვაწყდებით ან ზოგიერთ ადამიანს პრობლემები აქვს ციხეში, ჩვენ შეგვიძლია წამოვიწყოთ ასეთი დებატები და დავაინიციროთ რეზოლუცია. ჩემს ინიციატივას მხარი დაუჭირეს სხვა ჯგუფებმა, შეიტანეს დღის წესრიგში და  ჩვენ, სხვა ჯგუფებთან ერთად, დავასრულეთ მუშაობა ერთობლივ რეზოლუციის პროექტზე. მისი განხილვა დღეს გაიმართება, ხოლო კენჭისყრა ხუთშაბათს შედგება. მთავარი გზავნილი ეხება ელენე ხოშტარიას, ქალ პოლიტიკოსს, რომელიც მხოლოდ მისი პოლიტიკური საქმიანობის გამო დააპატიმრეს, ეს კი ჩვენთვის  მიუღებელია. სასამართლოს მიერ ელენე ხოშტარიას ისევ  პატიმრობაში დატოვება გვიგზავნის სიგნალს, რომ რეჟიმი ნამდვილად სასტიკია. ის სულ უფრო და უფრო სასტიკი ხდება. ჩვენი გზავნილია, რომ კანდიდატი ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირისკენ მიიწევს, პოლიტიკური პატიმრების არსებობა შეუთავსებელია.

ასევე ამ დოკუმენტში ვახსენეთ სხვა საკითხები, როგორიცაა BBC-ის გამოძიება ქიმიურ იარაღთან დაკავშირებით, რომელიც პროტესტის დროს გამოიყენეს. ასე რომ, ეს მოკლე რეზოლუციაა და არა ანგარიში. 

პირველ რიგში, ჩვენი გზავნილი ქართველი ხალხისთვისაა, რომ ისინი მარტო არ არიან. ჩვენ ვეუბნებით მათ, ვინც ციხეშია, რომ ისინი მარტო არ არიან. ჩვენ გვახსოვს ისინი, ვიცით მათ შესახებ და ვცდილობთ, დავეხმაროთ მათ. დებატები არის გზავნილი ასევე სხვა ევროპული ქვეყნებისთვის, რომ წამოჭრან საქართველოს საკითხი და არ დაივიწყონ ეს ქვეყანა. 

ამ რეზოლუციაში ჩვენ ასევე ვახსენეთ სანქციების დაწესების აუცილებლობა. მე ვფიქრობ, რომ სანქციები მნიშვნელოვანია და ამაზე ვისაუბრებთ ჩვენს ანგარიშში, რომელიც უკვე წარდგენილია. ის წარმოდგენილი იყო საგარეო კომიტეტზე. ამ დოკუმენტში ევროპარლამენტარები შეიტანენ  შესწორებებს და დოკუმენტი მოგვიანებით განიხილება ევროპის პარლამენტში. ეს იქნება ყოვლისმომცველი, ძალიან ვრცელი დოკუმენტი საქართველოს შესახებ, – განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ. 

თეგები: რასა იუკნევიჩენე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი
ახალი ამბები

მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი

13:12 08-04-2026
თარჯიმანი
ახალი ამბები

„შეჭამე შენი თითები“– სასაცილო, ძვირადღირებული და ტრაგიკული შეცდომები – როცა თარჯიმანი არასწორად თარგმნის

20:32 08-03-2026
ევაკუატორი
ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

16:23 08-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved